სხვა ხელნაკეთი კალმების უნიკალური გერმანული ბრენდი უკვე საქართველოშია! 2018, 17 მაისი, 16:36 ![]() საინტერესოა ისიც, რომ 2014 წელს ვალდმანში მხოლოდ 20 ადამიანი გახლდათ დასაქმებული, რომლებმაც ამ წლის განმავლობაში ჯამში 120 000 კალამი დაამზადეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქმე ნამდვილი პროფესიონალების ხელშია და რომ თითოეული კალმის შექმნა მათთვის განსაკუთრებული მოვლენაა. გარდა იმისა, რომ ფირმა ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ინახავს კალმების დამზადების უნიკალურ მეთოდებს, ის დღესაც საკმაოდ პოპულარულია და აქვს შეუცვლელი სტატუსი. ვალდმანის კალმების შეძენა მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი და მათ შორისაა საქართველოც. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მას მომხმარებელს Lupen-ის ხაზის ფარგლებში სთავაზობს, რომელიც აერთიანებს რჩეული ბრენდების პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე აქსესურებს. Waldmann-ის კლამებისა და Lupen-ის ხაზის სხვა აქსესუარების შეძენა „ბიბლუსი გალერეებშია“ შესაძლებელი. Waldmann-ის ბრენდის შესახებ საინფორმაციო ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2IJbCGd 10 3-ს მოსწონს
|