საზოგადოება „იბერიას“ საინფორმაციო სამსახური დაიხურა - გაფიცვა სახელფასო დავალიანების გამო 2018, 17 მაისი, 14:43 ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში 11:00-სა და 13:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. მიზეზად ოპერატორების გაფიცვა სახელდება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობს და ისინი გადაღებებზე პროტესტის ნიშნად არ გადიან. გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანიაში რამდენიმე თვის ხელფასები ჯერ კიდევ გაუცემელია. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებს კი უთხრეს, რომ "იბერიაზე" საინფორმაციო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყო. სურვილის შემთხვევაში ჟურნალისტებს სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ. „დილით მოვითხოვეთ, რომ ძალიან დიდი სახელფასო დავალიანებაა და თუ ამას არ აანაზღაურებენ, მანამდე გადაღებებზე არ გავალთ. ეს გამოვუცხადეთ ხელმძღვანელებს და შემდეგ გვითხრეს, რომ საინფორმაციო გამოშვება გაჩერდა და რეორგანიზაცია გამოცხადდა. ამ დრომდე არ ვიცით, ფული არის, თუ არ არის. ვითვლებით თუ არა ისევ თანამშრომლებად, არც ეს უცნობებიათ, “ - აცხადებენ არხის ოპერატორები. კომპანიას ოფიციალურად საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 53 შეფასება არ არის
|