"არ უნდა დავუშვათ გეინარკომანიას აღზევება და ბატონობა ჩვენს სამშობლოზე." -კახა სიხარულიძე
"როცა ორ მილიონამდე ემიგრანტი გყავს, როცა ადამიანები დაბოლილი გყავს, როცა ამუშავებ და გროშებს უხდი და შიშით ხმას ვერ იღებენ ვაითუ ესეც დავკარგოო, როცა შენს გარშემო იუდას მოციქულებს აპარპაშებ და საინფორმაციო ღრუსაც განაგებ, მაშინ განაღდებული გაქვს სახელმწიფოს მართვა კაიხანს.
დაკვირვებული ვარ, როგორც კი მთავრობას უჭირს და ხალხის უკმაყოფილება იზრდება, იმ წუთშივე გამოხტებიან ხალხისათვის მიუღებელი ადამიანები და იწყებენ მოქმედებას, რათა ხალხს გამოსვლის სურვილი დაეკარგოს და ბოლომდე არ მიიყვანონ მათი აღშფოთება და საფრთხე არ შეექმნას მთავრობის ყოფნა არყოფნის საკითხს. ამას გამწარებული და აბობოქრებული ხალხიდან ჰაერის გამოშვება ქვია, რათა მეორეჯერ კაიხანს დაეკარგოთ პროტესტის გრძნობა.
ვიცი და კარგათ ვხედავ საით მივექანებით, მე არასოდეს დამიკარგავს იმედი ქართველთა აღდგომის და კარგია, რომ ამ დღეებმა მოსახლეობას დაანახა თუ საით მივდივართ, რა დღეში ვართ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ გეინარკომანიას აღზევება და ბატონობა ჩვენს სამშობლოზე.
მე მჯერავს ჭეშმარიტად პატრიოტი ადამიანების ერთად დადგომის და ეს აუცილებლად მოხდება კიდევაც.
ხვალ 17 მაისია და დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ქართველები უზნეობას, ჩვენი სახელოვანი წინაპრების და ძვირფასი ადამიანების ხსოვნის შეურაცხობას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!"- წერს პოლიტიკოსი, კახა სიხარულიძ