x
image
თამილა გურაშვილი
" მამაჩემის მკვლელობიდან 11 წელი გავიდა...ადრე თუ გვიან, სიმართლეს დავამტკიცებ..."- რუსუდან შარაძე
"image
ჩემო საყვარელო მეგობრებო!

კვირას, 20 მაისს, მამაჩემის მკვლელობიდან 11 წელი სრულდება. 11 წელია, ვცდილობ, დავამტკიცო სიმართლე, რომელიც ერთადერთია - გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს, ბრძანება გასცა სააკაშვილმა, ხოლო შეასრულა დათა ახალაის მკვლელების დაჯგუფებამ.

თუ რა გამოვიარე და ახლაც, რა ძალისხმევა მჭირდება მიზნის მისაღწევად, ეს მარტო მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით. რა იქნება მომავალში, ესეც ღმერთმა იცის. თუმცა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ვარ - თუ არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, არ ვუღალატებ მამაჩემს, ვიქნები მართალი მისი ხსოვნისა და ჩემი სინდისის წინაშე, უსათუოდ, ადრე თუ გვიან, სიმართლეს დავამტკიცებ.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავიდა. უკან ნაბიჯიც არ დამიტოვებია, მაგრამ მთელი ცხოვრებაც რომ გავიდეს, მსხვერპლის გაღება კიდევ რომ მომიწიოს, მზად ვარ ყველაფრისთვის და მაინც არაფერს ვინანებ. თქვენ შეიძლება დაგღალეთ, მაგრამ ჩემი ცხოვრება და დანიშნულება ეგ ყოფილა, რა ვქნა...


მიუხედავად იმისა, რომ სისხლში აცურავს, ოჯახი ამოუწყვიტეს, მაინც ვერ დაამარცხეს და ამით ვარ ბედნიერი, ეს მაძლევს სიცოცხლის ძალას. ტაბუ დაადეს, მაგრამ მაინც ვერავის დაავიწყეს. დროებითია ეს ყველაფერი. წლები და ისტორია ყველაფერს და ყველას თავის ადგილზე დასვამს, იცით თქვენ ეს ჩემზე კარგად.

20 მაისს, 20.00 საათზე, ტრადიციულად, მელიქიშვილის გამზირზე გელოდებით, მკვლელობის ადგილზე.

როცა დაგჭირდება, დაგვიძახეო და აი - გეძახით,
მჭირდებით!

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0