ქალი და მამაკაცი ცნობილი ისტორიული პიროვნებები,რომლებიც საკუთარ ნათესავზე დაქორწინდენ 2018, 14 მაისი, 19:04 1536 წლის 15 მაისს ანა ბოლეინი და მისი ძმა ჯორჯ როჩფორდი ანას ქმარმა, მეფე ჰენრი VIII-მ სასიყვარულო ურთიერთობაში დაადანაშაულა, რა თქმა უნდა ორივეს თავი მოკვეთეს.
ჩვენს დროში ქორწინება ან რომანტიული ურთიერთობები შორეულ ნათესავთანაც კი მიუღებელია და გარყვნილებად ითვლება.
მიუხედავად იმისა, თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა. დღევანდელ სტატიაში გაეცნობით იმ ცნობილი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც საკუთარ ნათესავზე დაქორწინდნენ.
1)ჰენრი VIII-1509–1543 წლებში ექვსი ცოლი შეირთო, ამათგან ნახევარს თავი მოჰკვეთა, არცერთი ქორწინება არ შედგა, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ 6-ვე ცოლი მისი ნათესავი იყო. 2)იოჰან სებასტიან ბახი-ცოლად მოიყვანა მამის ბიძაშვილის შვილი მარია ბარბარა ბახი 1707 წლის 17 ოქტომბერს.ეყოლათ 7 შვილი, 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბარბარა მოულოდნელად გარდაიცვალა, ბახი მეორედ დაქორწინდა ანა მაგდალენა ვილკეზე. 3)მარტინ ვან ბიურენი-აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე ჰანა ჰოესზე, მათ ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი.1807 წელს დაქორწინდნენ, იმავე წელს ეყოლათ ვაჟი აბრაამი.ამის შემდეგ წყვილს კიდევ 5 შვილი ეყოლათ, ჰანა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქმრის პრესზიდენტობას ვერ მოესწრო.ამის შემდეგ ბიურენი აღარ დაქორწინებულა. 4)ელისაბედ II -ინგლისის დედოფალი და დანიის პრინცი ფილიპე 1947 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ისინი შორეული ნათესავები იყვნენ დანიის მეფის კრისტიან IX-ის მესამე და დედოფალ ვიქტორიას მეოთხე თაობიდან. 5)ვიქტორია-ელისაბედმა თუ მესამე თაობის ნათესავს გაყვა ცოლად, თავად ვიქტორია საკუთარ ბიძაშვილს, აბერტ სექსენს მისთხოვდა ცოლად 1840 წელს. 6)იგორ სტრავინსკი-ცნობილ კომპოზიტორს, საკუთარი ნათესავი, დეიდაშვილი ეკატერინე ნოსენკო შეუყვარდა.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ნათესავების და ეკლესიის მხრიდან, 1906 წელს ისინი მაინც შეუღლდნენ.ეყოლათ ორი შვილი. 7)ჯონ ფიჯერალდი-როუზ კენედის და მომავალი პრეზიდენტის ჯონ კენედის ბიძა, ქალაქ ბოსტონის მერი შეყვარებული იყო მამიდაშვილის შვილზე-მერი ენ ფიჯერალდზე.დაქორწინდნენ 1889 წელს იცხოვრეს ერთად 61 წელიწადი, გაზარდეს 6 შვილი და რამდენიმე ათეული შვილიშვილი. 8) ჩარლზ დარვინი-ევოლუციის თეორიის ფუძემდებელი დაქორწინდა ალალ დეიდაშვილზე ემა ვერვუჯზე, დარვინი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ სწორედ ნათესავური სისხლის აღრევა მიზეზი იმისა, რომ 10-იდან სამი ბავშვი მოუკვდა. 9)სადამ ჰუსეინი-სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, იგი დაქორწინდა ბიძაშვილზე დედის მხრიდან საჯიდა ტელფაჰზე, ისინი ბავშვობიდანვე დაინიშნენ და 1958 წელს დაქორწინდნენ კიდეც. 10)ჯერი ლი ლუისი-საფორტეპიანო როკ-ნ-როლის მეფე 22 წლის ასაკში დაქორწინდა თავის ნათესავზე, 13 წლის მაირე გეილ ბრაუნზე 1957 წელს, ამის გამო მუსიკოსს ფანების რისხვა დაატყდა, რის გამოც მსმენელთა დიდი რაოდენობა დაკარგა, ლუისმა მხოლოდ 60-იანი წლების პირველ ნახევრიდან შეძლო სცენაზე დაბრუნება, თუმცა ძველი დიდება აღარ ღირსებია. 447 7-ს მოსწონს
|