x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალები
დღემდე სჯერა ბევრს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არ იყო სექსი, დაავადებები, არ ვარდებოდა თვითმფრინავები, არ ჩნდებოდა ხანძრები და ა.შ, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა, რაგდან მაშინაც ხდებოდა ეს ყველაფერი.



1972 წლის 16 მაისს, 12:15 საათზე, ანტონოვ-26-ი ხრაბროვში გაფრინდა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტის, ვილონ გუტნიკის ბრძანებით. თვითმფრინავის გაფრენის მისია, დღემდე არ არის ცნობილი: შესაძლოა იცდებოდა შესაძლებლობა, თვითმფრინავის ქვედა ზოლზე ფრენის; ან მოწმდებოდა საბჭოთა სისტემის შესაძლებლობა, ასეთ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავის წინააღმდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავს გაეჭედა ფრთა (დენის ან სხვა სადენებში) და დაახლოებით 12:30 საათზე, პირდაპირ საბავშვო ბაღს დაეცა.


image



"სადილის დრო იყო, როდესაც ეს საშინელება მოხდა. საბავშვო ბაღიდან ასიოდე მეტრში იდგა ჩემი სახლი. ყველაფერს შევესწარი, თვალებს არ ვუჯერებდი და მე და ფიზიკურად ძლიერი ბევრი მამაკაცი, ვინც ამ ამბავს შეესწრო, ყველა გაგვანადგურა მომხდარმა"- იხსენებს პოლიციის ლეიტენანტი ლეონიდ ბალდიკოვი.



თვითმფრინავი, საბავშვო ბაღის მეორე სართულს დაეცა და იქვე გაასწორა მიწასთან, ვინც იქ იმყოფებოდა, შემდეგ კი დაღვრილმა საწვავმა უზარმაზარ ჩირაღდნად გადააქცია იქაურობა. პირველი მსხვერპლი ორი გოგონა გახდა, რომლებსაც საწვავი დაესხათ და გაჩენილი ხანძრიდან ცეცხლი წაეკიდათ, თუმცა, მათი გადარჩენა შეძლეს.


image



შემთხვევის ადგილს მალევე მივიდა სახანძრო, ბალტიის ფლოტის მსახურები და სამართალდამცავები. ეს ორი უკანასკნელი, ძირითადად ჩართული იყო ინფორმაციის ჩახშობაში, შეწყდა სატელეფონო კომუნიკაცია, გადაიკეტა გზები და ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.


"შუა დღეზე მივედი საბავშვო ბაღთან და მივხვდი, რომ წარმოუდგენელი ტრაგედიის ადგილას ვიდექი. ცეცხლის უზარმაზარ ალში იყო გახვეული ყველაფერი, ცეცხლმოკიდებულ და დანახშირებულ ბავშვებს ვხედავდი, გონება და გზააბნეულ ხალხს. ვინ ყვიროდა, ვინ კიოდა, ვინ ტიროდა, ვინ საით გარბოდა და რას აკეთებდა, ძნელი ასახსნელია. ირგვლივ, პანიკამ მოიცვა ყველა. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ნანახი, რომელმაც ქალაქი და ყველა მნახველი შეძრა"- იხსენებს ვალერი როგოვი, რომელიც მაშინ პირველი კლასის მოსწავლე იყო.



ნამსხვრევების, ნარჩენების გაწმენდა და გვამების ძებნა შუა ღამემდე გაგრძელდა. შვილების გვამების წასაღებად, მშობლები მხოლოდ მეორე დღეს მიუშვეს და მომხდარმა ყველა მათგანი შოკში ჩააგდო. მიწის დამწვარი ნაწილი მთლიანად მოგლეჯილი იყო, თითქოს იქ, არც არასდროს ყოფილა საბავშვო ბაღი.


დაკრძალვის დღეს შვიდი ათასი ადამიანი მივიდა, რომლებიც სოლიდარობას უცახებდნენ დაღუპულთა ოჯახებს. მასობრივი სასაფლაო 23 ბავშვის გვამისგან შედგებოდა, ერთი კი, მამის თხოვნით ცალკე დაკრძალეს.


imageimageimage




სისხლის სამართლის საქმე მომხდარის გამო არ აღძრულა, თუმცა ხელმძღვანელი, დაახლოებით ორმოცამდე სამხედრო ოფიცერი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. კატასტროფის მიზეზად კი ალტიმეტრის გაუმართაობა დაასახელეს.


ეს საშინელი ტრაგედია 46 წლის წინ მოხდა და ხელისუფლების დაუდევრობით თუ უბედური შემთხვევის გამო, უდანაშაულო და უმწეო ბავშვების სიცოცხლე მოისპო. ტრაგედია, ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იყო, რაშიც ხელისუფლების დაუდევრობას მიუძღვის ბრალი. ძნელი წარმოსადგენია ის ჯოჯოხეთი, რომლის გაძლებაც დაღუპული ბავშვების მშობლებს მოუწიათ. მომხდარმა კი მათი აგრესია და დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, უფრო გაამწვავა.


imageimage




1
1218
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1218
  
0 1 1