x
image
თამილა გურაშვილი
საპატრიარქო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან
image
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“ - წერია განცხადებაში


პარლამენტის წინ "თეთრი ხმაურის " აქციას კონტრაქციით დაუპირისპირდნენ.კონტრაქციის მონაწილეებმა 1 საათის ვადა მისცეს "თეთრი ხმაურის" აქციის მონაწილეებს, რათა დაიშალნენ.

ვითარება მეტად დაძაბულია, მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები. .

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0