x
image
ნინო დვალაშვილი
ვაზელინის სამკურანლო თვისებები, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით!
image

ჩვენ ხშირად ვყიდულობთ აფთიაქში ძვირადღირებულ პრეპარატებს, მაგრამ არც კი ვიცით, რომ არსებობს უფრო იაფი და ეფექტური საშუალებები, მაგალითად ისეთი, როგორიც ვაზელინია. ადრე მხოლოდ ტუჩების ბზინვარებისა და სილამაზისათვის ვიყენებდით მას. თუმცა, მედიცინაში მას ფართო გამოყენება აქვს. ჩვენ გასწავლით რამდენიმე მარტივ რეცეპტს სხვადასხვა დაავადების დროს.


ჭრილობების სამკურნალოდ:


ამგვარი დაზიანებისგან არავინ არ არის დაზღვეული. ასეთ დროს ჭრილობა კარგად დაიბანეთ, შემდეგ კი ზემოდან ვაზელინის სქელი ფენა დაიდეთ და სტერილური ბინტით შეიხვიეთ. ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად, სახვევი 3 დღის განმავლობაში მოუხსნელად უნდა გაიჩეროთ. შემდეგ მოიხსენით სახვევი და თავიდან დაიდეთ ვაზელის სქელი ფენა. ახალი სახვევი გაიკეთეთ და ისევ 3 დღე გაიჩერეთ. თქვენი ჭრილობა სრულიად შეხორცდება, კანი ისევ გლუვი და ნაზი იქნება, რა თქმა უნდა ყოველგვარი ნაწიბურების გარეშე.



image

დამწვრობის დროს:

ვაზელინი ასევე ხელს უწყობს, დამწვრობის დროს, კანის სტრუქტურის რეგენერაციას. დამწვრობის ადგილას ყოველდღიურად შეიზილეთ მცირე რაოდენობით ვაზელინი. რამდენიმე დღეში კანზე დამწვრობის კვალიც აღარ დაგრჩებათ.


კოჟრების საწინააღმდეგოდ:

ნებისმიერი ასაკის ადამიანებს აწუხებთ კოჟრები. ხშირად მას ოპერაციის საშუალებით იშორებენ და ამით თავისუფლდებიან ტკივილისაგან. თუმცა, მკურნალობა ვაზელინითაც შეიძლება. აიღეთ 4 სუფრის კოვზი იოდიზირებული მარილი, ჩაყარეთ ემალის ჯამში დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ მარილი ოდნავ დაიფაროს და ნელ ცეცხლზე დადგით. როდესაც მარილი შეთბება გადმოდგით და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ვაზელინი, მიღებული მასა კოჟრებზე დაიტანეთ. რბილი შალის პატარა ნაჭერი დაიფინეთ და შემდეგ სახვევით შეიხვიეთ. ასეთი საფენები იკეთეთ ყოველდღე, მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით და კოჟრების ზომა არ შემცირდება.



















1
332
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
332
  
2018, 13 მაისი, 14:37
ჰოდა, მაგიტომაც ისვამენ თავზე ჩვენი პოლიტიკოსები...
0 1 1