ქალი და მამაკაცი 5 რამ, რომლის არსებობა ამყარებს წყვილების ურთიერთობას - გაითვალისწინეთ 2018, 2 ნოემბერი, 10:15 ვიცით, რომ ურთიერთობები უნდა იყოს აგებული სამ რამეზე: სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. ფსიქოლოგები დააკვირდნენ წყვილებს და შემდეგ გვამცნეს, რომ სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება უფრო მარტივია, ვიდრე ნდობის. ერთმანეთის ნდობა თითქმის შეუძლებელია. რა განაპირობებს ამ ფაქტორს და რისი გათვალისწინება გვმართებს, სწორედ დღვანდელ სტატიაში მინდა გამცნოთ. ასევე ფსიქოლოგების დასკვნით, წყვილების ურთიერთობა ნდობით რომ აღიჭურვოს და გამყარდეს, აუცილებელია ეს 5 რამ იყოს მათ შორის და აუცილებლად გაითვალისწინეთ.
1. შეცდომების აღიარება. ყველა უშვებს შეცდომას. ზოგი უარყოფს ამას, ზოგს კი შეუძლია მისი ხმამაღლა თქმა. აღიარება, მხოლოდ და მხოლოდ გადაარჩენს თქვენს ურთიერთობას. ძნელი არაფერია იმაში, რომ პარტნიორს უთხრათ "ვწუხვარ", "მაპატიე", "ჩემი ბრალია". 2. დაპირებების შესრულება. ნებისმიერი დანაპირების შესრულება ნდობის საფუძველია. სიტყვის გატეხით პარტნიორის თვალში დაკარგავთ არა მარტო ნდობას, არამედ პატივისცემასაც. 3. ნდობა. ნდობა პარტნიორებს შორის გაცვლისმაგვარია. უნდა ენდოთ, რომ გენდოთ და პირიქით. 4. მოსმენის უნარი. კონფლიქტის დროს არაა საჭირო, პარტნიორის ხმა თქვენი ყვირილით გადაფაროთ, მოუსმინეთ ბოლომდე, აცადეთ დაიცალოს და შემდეგ თქვით თქვენი სიტყვა. ეს ურთიერთობის გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი გზაა. ამით, მისგან მოიპოვებთ არა მარტო პატივისცემას, არამედ ნდობასაც. 5. იყავით გახსნილები. იყო გახსნილი, ყოველთვის არაა მოსახერხებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტის თავიდან აცილება ხდება საჭირო, თუმცა, იყოთ გახსნილები, საშუალებას გაძლევთ, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, გაიგოთ ერთმანეთის სურვილები და მიხვდეთ, ეს ურთიერთობა სამუდამოა თუ დროებითი. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს წყვილების ოჯახების შენარჩუნების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. 1441 9-ს მოსწონს
|