სხვა მილიონერი ქალი,რომელმაც 118 ბავშვი იშვილა ეჭვმიტანილია ბავშვების მოტაცებაში 2018, 11 მაისი, 11:39 ![]() ამის გარდა "ქველმოქმედი" ბავშვებისთვის განკუთვნილ ფილანტროპების გადმორიცხულ თანხას და სახელმწიფო დახმარებას ძვირფასი სახლების და ავტომობილების შესაძენად იყენებდა. ჩინელმა ლი ლიცზუანმა 118 ბავშვი იშვილა, ამ გასაოცარ ქალზე მთელი მსოფლიოს პრესა აღფრთოვანებული წერდა, ამჯერად პრესას სხვა მიზეზი აქვს მის შესახებ წეროს.მოკლედ ეს ისტორია ასე დაიწყო: ლი ლიცზუანმა ბავშვების აყვანა 1996 წლიდან დაიწყო, მაშინ მის ანგარიშზე რამდენიმე მილიონი იყო, ქალმა ეს ფული 80-იან წლებში რკინის საბადოში წარმატებულად განხორციელებული ინვენსტიციით იშოვა, 2008 წელს მადნეულის საბადო დაიხურა, ხოლო ნაშოვნი ფული წყალივით წაუვიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა.მართლაც, როგორია გამოკვებო და ჩააცვა ამდენ ბავშვს, სახელმწიფოს დახმარებაც მწირი იყო, ჩინელ ქალბატონს ადგილობრივი ფილატროპები ეხმარებოდნენ. ![]() ![]() ჩინელ ქალს აგრეთვე ბრალი ედება ადგილობრივი კომპანიების დაშანტაჟებაში, ამის გარდა იგი სახელმწიფოს ატყუებდა, როგორც აღმოჩნდა "ობოლი ბავშვების" უმეტესობას, რომლებზეც ის სუბსიდიას იღებდა, მშობლები ცოცხალი ჰყავდათ, მეტიც, როგორც გაირკვა რამდენიმე ბავშვი მოტაცებული აღმოჩნდა.პოლიციამ ყველა ბავშვს აუღო თითის ანაბეჭდი და სისხლის ანალიზი. ბავშვთა თავშესაფარი "სიყვარულის სოფელი" დახურეს, 74 ბავშვი სხვადასხვა თავშესაფრებში გადაანაწილეს, ბავშვების ნაწილი შოკირებულია, ვერ იჯერებენ, რომ ლი ლიცზუანი, რომელიც ასე თბილად ექცეოდა მათ, ასე მწარდე ატყუებდა. ![]() 139 7-ს მოსწონს
|