მხატვრობა სალვადორ დალის საიუვილირო ნაკეთობები (+ ვიდეო «მფეთქავი» «სამეფო გული») 2018, 14 მაისი, 15:06 — რა გინდა, ჩემო გულო? რას ისურვებდი?
გალა და სალვადორ დალი «გალა — სალვადორ დალის» ფონდის საიუვილირო კოლექცია — გენიოსის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა არის. ამ კოლექციის ისტორია 1941 წელს დაიწყო. დალი ესკიზებს ხატავდა, ყველა დეტალს საგანგებოდ ამუშავებდა, ფორმიდან დაწყებული - მასალამდე და ფერამდე, ხოლო შემდეგ, თავადვე არჩევდა ლითონს და ძვირფას ქვებს. დალი, იმ დროს, ყველაზე ცნობილ ოქრომჭედელს კარლოს ალემანს თვალს ადევნებდა, როდესაც ის, მის იდეებს ოქროს ნაკეთობებად გარდაქმნიდა. მხატვრის მიერ შექმნილი, პირველი 22 სამკაული ამერიკელმა მილიონერმა კამინს კეტერვუდმა შეიძინა, ხოლო 1958 წელს ძვირფასი კოლექცია, ოუენ ჩეზემის ფონდის საკუთრებაში გადავიდა. რომელმაც შემდგომში, დალის მიერ შექმნილი, ყველა საიუვილირო ქმნილება გამოისყიდა და ძვირფას ნივთებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნევის საშუალება არ მისცა. 1970 წლამდე, სალვადორ დალი მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ ოქრომჭედლებთან თანამშრომლობდა და საბოლოო ჯამში, 39 ესკიზიდან, 37 სამკაული შექმნა, რომელიც რიჩმონდის (ვირჯინიის შტატი, აშშ) სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა. 1981 წელს სურიალისტური სამკაულები არაბი მულტიმილიონერის და კოლექციონერის ხელში გადავიდა და დალის შედევრებმა ამერიკიდან აზიაში გადმოინაცვლეს. მოგვიანებით, კოლექცია იაპონიაში, 3 იურიდიულ პირზე გაიყიდა და ერთ-ერთი ინიციატივით, სამკაულების სამშობლოში, ესპანეთში, დაბრუნებ გადაწყდა. 1999 წელს, «გალა — სალვადორ დალის» ფონდმა, 900 მლნ. პესეტი (5, 5 მლნ. ევრო) გადაიხადა და გამოისყიდა გენიალური ესპანელის მიერ შექმნილი ძვირფასი კოლექცია. ამჟამად, მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, სალვადორ დალის სახელობის, ქ. ფიგერასის თეატრ-მუზეუმში, სადაც უნიკალური ნაკეთობებისთვის, სპეციალური დარბაზი შეიქმნა. სალვადორ დალის თეატრ-მუზეუმი, 1974 წ. სალვადორ დალის საიუვილირო ნაკეთობების კოლექცია — ერთადერთი და განუმეორებელია. თითოეული ნივთის სიუჟეტის, მასალის, ზომის და ფორმის გასაოცარი კომბინაცია — მაესტროს ცნობადი და განუმეორებელი ხელწერით არის შექმნილი. ოქრო, პლატინა, ძვირფასი ქვები, მარგალიტი და მარჯანი, უბრალოდ ძვირფასი მასალა აღარ არის. მხატვრის ფანტაზიების შედეგად, ეს ყველაფერი, ტუჩებად, გულებად, თვალებად, ყვავილებად, ცხოველებად და ანთროპომორფულ ფორმებად, რელიგიურ და მითოლოგიურ სიმბოლოებად გარდაიქმნა. სალვადორ დალის საიუვილირო ფანტაზია 39 სამკაულში აისახა (2 მოგვიანებით, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზების მიხედვით არის შექმნილი). ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა უნიკალურია, მაგრამ მათ შორის არის ისეთები, განსაკუთრებული მოწონებით რომ სარგებლობს მუზეუმის სტუმრებს შორის: «მარადიული ხსოვნა», 1949 წ. «თაფლის ფიჭას გული», 1949 წ. «ჯვარი», 1959 წ. «სიცოცხლის თასი», 1963 წ. «კოსმოსური სპილო», 1961 წ. «ტუჩები ლალის თვლებით», 1949 წ. «ცოცხალი ყვავილები», 1953 წ. «დროის თვალი», 1953 წ. «უკვდავების მტევანი», 1970 წ. და რა თქმა უნდა, «სამეფო გული» (1953), რომელიც გალამ სთხოვა. 46 ლალის თვალი, 42 ბრილიანტი და 4 ზურნუხტი, ისე არის გაერთიანებული ერთიან კომპოზიციაში, რომ მოძრავი ცენტრი, ნამდვილი გულივით «ფეთქავს». 169 6-ს მოსწონს
|