x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღება - ნინო გეგელაშვილი ბრალს აღიარებს

image


ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ ფხალაძემ ჟურნალისტებს დაკავებულთათვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განუცხადა.


ადვოკატს განცხადებით 27 წლის ქალი ამბობს, რომ მას დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია და ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა.


რაც შეეხება გიორგი გოგებაშვილს, ფხალაძე აღნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად ადვოკატი მისი კლიენტის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვს. ნინო გეგელაშვილისთვის კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.



"გიორგი გოგებაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის აცხადებს, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს, ის ცნობს თავს დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. არ აღიარებს, რომ მან დანაშაული გიორგი გოგებაშვილთან ერთად ჩაიდინა. ის მარტო მოქმედებდა. ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზება არ მოუხდენია. როგორც ამბობს ახდენდა მხოლოდ ბიოს რეალიზაციას"- აცხადებს ადვოკატი.


7 მაისს შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი - 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი დააკავა. გამოძიება ორივე მათგანს ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავება.


როგორც გუშინ გაირკვა, გიორგი გოგებაშვილის ძმა, იაკობ გოგებაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0