მაკიაჟი და ვარცხნილობა მოდური ფერის ტონები და შეღებვის ტექნიკა მოკლე თმაზე 2018, 9 ივნისი, 9:36 ![]()
არსებობს მოკლე თმის შეღებვის უამრავი ტექნიკა და მეთოდი. ყოველი მათგანის გამოყენება ძირითადი აქცენტების განსაზღვრით ხდება. თმის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ადამიანის გარეგნობას. მთავარია, ისეთი სტილისტის შერჩევა, რომელიც სწორედ შეარჩევს საღებავის ფერს და შეღებვის ტექნიკას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ზაფხულის სეზონზე მოდაში ჩოლკის გამოყოფა, მისი, თმის ძირითად ფერთან შედარებით, კონტრასტული, განსხვავებული ფერით შეღებვა არის. რაც ძალიან მოსახერხებელია: თმის ფერის შეცვლა პატარა ნაწილზე უპრობლემოდ შეიძლება და ასეთი ტექნოლოგიით, არც თმა და არც თმის ძირები ზიანდება. არ შეიძლება იმის ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ შეღებილი ჩოლკა – მხოლოდ ახალგაზრდული სტილია. ჩოლკის შეღებვისას, თმის ძირითად და ჩოლკის ფერებს შორის, მკვეთრი კონტრასტის შექმნა აუცილებელი არ არის. სახესთან თმის ფერის შეცვლა 2-3 (ღია ან მუქი) ტონით შეიძლება, რაც თმას დამატებით, ვიზუალურ მოცულობას ანიჭებს, ხოლო ასეთი ვარცხნილობის პატრონი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რამდენიმე სეზონის წინ, ქალბატონების ერთი ნაწილი თმას წითელი ფერის მუქი ტონებით (ალუბლი, ბადრიჯანი, მუქი ბორდო) იღებავდა. რაც შეეხება ამ სეზონს, წითელი ისევ მოდაშია, მაგრამ უფრო თამამი ტონები: ღია ვარდისფრით დაწყებული - კაშკაშა ბორდოსფრით დამთავრებული. მეტამორფოზის ყველაზე მოკრძალებული მოყვარულიც კი შეძლებს, ამ ფერთა პალიტრიდან, თავისთვის შესაფერისი ფერის არჩევას. ![]() ![]() ![]()
![]() ![]() ![]() ![]() ![]() მუქი ფერი სახეს უფრო მეტყველს ხდის და მის ნაკვთებს მკვეთრად წარმოაჩენს. ამიტომ, ასაკოვანი ქალბატონებისთვის ასეთი ფერი ნამდვილად არ არის რეკომენდებული, – მუქი ფერის თმაზე, ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება. გარდა ამისა, ეს ფერი ხაზს უსვამს ადამიანის ფერმკრთალობას. ამიტომ, ვიდრე შავად ან მოლურჯო-შავად შეიღებავთ თმას, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთი ვარცხნილობა ძალიან პრაქტიკულია, რადგან თმის რეგულარულად ღებვა საჭირო არ არის. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ღებვის აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება, მხოლოდ ბუნებრივად მუქი თმის მქონე ქალბატონებს შეუძლიათ. ![]() ![]() ![]() თმის ღებვის ომბრეს და ბალიაჟის ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ბუნებრივად მუქი ფერის თმაზე შეიძლება. მაგრამ, თუ ომბრე (ერთი ფერის რამდენიმე ტონალობის საღებავით გრადიენტული გადასვლა. ამასთან თმის ძირები, გარკვეულ სიგრძეზე შეუღებავი რჩება და ღია ფერის საღებავით ხდება თმის თანდათანობით გაღიავება) მხოლოდ გრძელ თმაზე კეთდება, ბალიაჟის ტექნოლოგიის გამოყენება მოკლე თმაზეც შეიძლება. ბალიაჟი ერთი ფერის განსხვავებული ტონალოის რამდენიმე საღებავით კეთდება და მთავარი ფერების სწორედ განაწილება არის. ამ სეზონზე ბალიაჟისთვის პოპულარული იქნება: კარამელის, თაფლის და ნაღების ფერთა ტონალობები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ღია ფერის საღებავებიდან, მოდაში თბილი ტონალობა არის. თუმცა, ცივ ფერებს შორისაც შეიძლება საკუთარი ფერის პოვნა. ღია და ფერმკრთალი კანის ქალბატონებისთვის ნებისმიერი ფერის პასტელური ტონალობაა რეკომენდებული, ხოლო მუქი და გარუჯული კანის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეფექტური, რძიანი ყავის ტონალობები იქნება.
1709 5-ს მოსწონს
|