პარამეცნიერებები რამ გამოიწვია ნიუ-მექსიკოს მინდორში 120 ირმის ერთბაშად დახოცვა? 2018, 8 მაისი, 19:51 "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს" - არასოდეს მინახავს მსგავსი არაფერი - განაცხადა ვეტერინარმა კერი მოუერმა, რომელიც ნადირობისა და თევზაობის დეპარტამენტის თანამშრომელია. "მე სხვა სპეციალისტებსაც ვესაუბრე და არასოდეს მსგავსი არავის უნახავს. ძალიან მცირედ სარწმუნოა, რომ რაიმე ვირუსულ ინფექციასთან გვქონდეს საქმე. მაშინ ეს ცხოველები ასე ახლო ტერიტორიაზე არ ეყრებოდნენ ერთმანეთთან. ფაქტი, რომელმაც ასე გააოცა დეპარტამენტის თანამშრომელი ნიუ მექსიკოში, ქალაქ ლას-ვეგასიდან 20 კილომეტრის მანძილზე 2013 წელს მოხდა. სულ რაღაც 1 კვადრატული მილის პერიმეტრში 120 ირამი აღმოჩნდა დახოცილი. ექსპერტებმა ცხოველებს სურათები ზემოდან გადაუღეს. მათი დასკვნით არანაირ ინფექციას არ შეეზლო ასეთი ეფექტი გამოეწვია. ნადირი თითქმის ერთსა და იმავე დროს დაიხოცა. ასე რომ გვამები თითქმის ყველა ერთსა და იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა. აეროსურათებში ამ მაბიდან ცოტა მოშორებულ ადგილას მცენარეულობის უცნაური წრეებიც შენიშნეს. ისინი იმ გახმაურებულ იდუმალ წრეებს წაგავდნენ პურის ყანებში რომ ჩნდებიან. დაკავშირებულია თუ არა ირმების სიკვდილი რაიმეთი ამ წრეების წარმოქმნასთან? ეს ცნობილი არაა. 2013 წლის 27 აგვისტოს, დილას, ვეტერინარ-ექსპერტთან კერი მოუერთან კერძო რანჩოს მფლობელმა დარეკა - "30 ნაპოვნი მკვდარი ირმის შესახებ შემატყობინეს. თვით ეპიდემიის შემთხვევაშიც კი ეს საკმაოდ დიდი სიკვდილიანობაა. ამიტომაც თავი ვალდებულად ჩავთვალე წავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა ეს ყველაფერი. სწორედ იმ დროს რანჩოში რომ ირმებს ვათვალიერებდი, კიდევ ორმა პიროვნებამ დამირეკა - ისინი ანჩოს საზღვრებს გარეთ ნაპოვნი 60 მკვდარი ირმის პოვნას მატყობინებდნენ. მოგვიანებით ჩვენ კერძო თვითმფრინავით ზემოდან დავათვალიერეთ ტერიტორია და დავითვალეთ 75 გვამი ღია ტერიტორიაზე და კიდევ 40-მდე გვამი ხეებს შორის. რაც თავი მახსოვს, ნიუ მექსიკოს ასეთი მასობრივი დაცემა არასოდეს ყოფილა. არც სხვაგან მსმენია რომ ასეთი რამ მომდარიყოს. მხოლოდ ირმები ნაპოვნია მხოლოდ ირმების გვამები. არანაირი სხვა ცხოველის გვამი არ აღმოჩნდა პერიმეტრზე. რას შეეძლო მოეკლა მდენი ირემი 24 საატის განმავლობაში? ისე რომ სხვა ცოცხალ არსებებს არ შეხებოდა? ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც შხამი, რომელსაც მხოლოდ ის საკვები შეიცავდ რასაც ირმები მიირთმევდნენ. შესაძლოა რაიმე მომწამვლელი ნივთიერება წყალსა და მიწაში მოხვდა და შემდეგ კი მცენარეებში, თუმცა ყველაზე უცნაური იყო ის, რომ ცხოველები ერთსა და იმავე დროს მოკვდნენ. უცნაური იყო ისიც, რომ მიწაზე არანაირი კვალი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ირმები სიკვდილის წინ კონვულსიაში მყოფებოდნენ. ანდა რაიმე ბრძოლა მოხდა. ქსოვილებში ზოგიერთი დაზიანება ჰემორაგიული ინფექციისგან გამოწვეულ სიკვდილს ჰგავდა. იშვიათად, მაგრამ ასეთი რამ ხდება ზოგჯერ ირმებში, მაგრამ ეს არასოდესაა ასეთი სწრაფი, მასშტაბური, ერთდროული, როგორც ამ შემთხვევაში. ასე რომ ამ ინფექციასთან საქმე არ გვაქვს. ეს არც ციმბირის წყლულია. არც ტყვია. არც მეხი, არც პესტიციდები. მოხლედ ამდენი ირმის სიკვდილის მიზეზი დღემდე გამოუკვლეველ საქმედ მიიჩნევა. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 220 1-ს მოსწონს
|