ტექნიკური რობოტები და ადამიანები - ჩვენი უახლოესი მომავალი 2018, 8 მაისი, 18:38 როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა თავისი ლიდერული პოზიცია რობოტებისა და ჭკვიანი მანქანების სამყაროში? ჯერ კიდევ 2000 წელს მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ახლა პატარა ბავშვსაც კი ჯიბით დააქვს და მას წიგნებსა და ცნობარს, მეგობრებთან ურთიერთობას და გამოცდაზე დამხმარედაც იყენებს. თანამედროვე გაჯეტი თითქმის ყველა სურვილს ასრულებს. ექსპერტების პროგნოზით 2030 - 2035 წლისთვის გაჩნდება ადამიანის ტვინში ნეიროინტერფეისებისა და ნეირონეტების იმპლანტაციის შესაძლებლობა. მათი საშუალებით ჩვენ შევძლებთ საგნებს დისტანციურად ვუბრძანოთ და ინფორმაცია პირდაპირ ჩვენი ტვინის "რუხ ნივთიერებაში" ჩავტვირთოთ, გადმოვიწეროთ. ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანი დაკარგავს თავისუფლებას და მთლიანად დამოკიდებული გახდება ელექტრონიკაზე? 2013 წლისთვის ინტერნეტში ჩართული იყო დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი. 2015 წლისთვის ქსელში ჩართული იყო 25 მილიარდი, ხოლო 2020 წლისთვის 50 მილიარდი სხვადასხვა მოწყობილობა. საუბარია არა მხოლოდ სმარტფონებსა და კომპიუტერებზე, არამედ მანქანებზე, ტელევიზორებსა და მაცივრებზე, უსაფრთხოებისა და წყალმომარაგების სისტემებზე. ისინი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი სიჩქარით ჩვენ მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ეს კი რაღა თქმა უნდა რევოლუციურ ცვლილებებს მოიტანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უკლებლივ ყველას შეგვეხება." "კაცობრიობას თავისი ხელით გამოჰყავს საკუთარი ტავის სერიოზული და სახიფათო კონკურენტი, ამას მხოლოდ ერთი გამართლება აქვს - ეს შექმნის პირობებს არნახული და წარმოუდგენელი ევოლუციური ნახტომისთვის. ახალი ევოლუციური ნახტომი უკვე გარდაუვალია." განაცხადა რუსეთის მთავრობასთან არსებული ექსპერტთა საბჭოს წევრმა სერგეი გრადიროვსკიმ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 125 1-ს მოსწონს
|