ტექნიკური იაპონური პენოპლასტის სახლები სულ რაღაც 2000 დოლარად 2019, 19 მარტი, 19:31 იაპონელებმა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყეს პენოპლასტისგან "ე.წ. იაპონური თაღოვანი სახლების" დამზადება და ამგვარად გადაჭრეს საბინაო საკითხი. იაპონიის მოსახლეობა ხომ 126 მილიონია, ასევე იქ ძალიან ხშირია მიწისძვრები, აქედან გამომდინარე ზარალი მილიარდობით დოლარს აღწევდა და აღწევს. საჭირო იყო იაფი და მიწისძვრის გამძლე სახლების აშენება. არქიტექტორებმა სწორედ ამ რბილი და მყიფე მასალისგან დაიწყეს სახლების შენება. ასეთი სახლები (Japanese dome house) შენდება სულ რაღაც რამდენიმე საათში და აქვს ოვალური ნახევარსფეროს ფორმა. ის სერიოზულ კონკურენციას უწევს აგურისა და ბეტონის სახლებს. თან ყველაზე მეტად რაც ხიბლავთ ადამიანებს ეს არის მისი ფასი. ერთი ასეთი სახლის აწყობა ჯდება სულ რაღაც 2000$ (ორი ათასი დოლარი) და როგორც კონსტრუქტორები აღნიშნავენ ეს სახლები 300 წელიწადს გაძლებს. ეს სახლები უკვე პოპულარობით სარგებლობს როგორც იაპონიაში, ასევე რუსეთში და სხვა ქვეყნებში. მომხმარებლები საკმაოდ კმაყოფილები არიან. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1178 1-ს მოსწონს
|