x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სუს-მა ვალერი კვარაცხელიას ოფიციალური გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა
image


სუს-მა ვალერი კვარაცხელიას ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომელსაც ხელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე აწერს.


უსაფრთხოების სამსახური ვალერი კვარაცხელიას ატყობინებს, რომ მის მიერ დაფუძნებული „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“ მიმდინარე წლის 9 მაისს ამ თარიღის აღსანიშნავად გეგმავს საჯარო ღონისძიებების გამართვას, სადაც გამოყენებული იქნება საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.


სუს-ი განმარტავს, რომ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. ამდენად, სუსი ამ კანონს იშველიებს და მოძრაობის თავმჯდომარეს, ვალერი კვარაცხელიას სთხოვს, არ დაუშვას და აღმოფხვრას ხსენებულ ღონისძიებებზე კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები..


image

ოფიციალური მიმართვის ტექსტს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს და წერს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი ნონსენსი. ნონსენსია, რადგან საქართველოს ხელისუფლება ზეიმობს 9 მაისს, პატივს მიაგებს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რომლებიც ასევე საბჭოთა სიმბოლიკაა, მაგრამ მეორე მხრივ კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას.


კვარაცხელია ამ შინაარსის შეკითხვების დასმას ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის სწორედ ვაკის პარკში, მემორიალთან აპირებს.

3
484
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
484
  
2018, 9 მაისი, 12:16
პირში მაქვს ნათქვამი რა კაციცაა, მისი წარმომავლობაც შევახსენე და პრაქტიკულად გაიქცა "კუდამოძუებული"...
2018, 9 მაისი, 9:57
ამ კაცის უნამუსო სახის დანახვა მზარავს.
2018, 8 მაისი, 15:49
დასაკავებელია ეს გარეწარი შევარდნაძის კარის ჟურნალისტი, ამის და მისნაირი ნაძირლების შედეგია პირველი პრეზიდენტის დამხობა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენები.
0 1 3