x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფარცხალაძე მთავარი პროკურორი რომ იყო, ვინ უნდა შეეშინებინა და ახლა მითუმეტეს“ - წულუკიანი

image.

ფარცხალაძე ჯერ მთავარი პროკურორი რომ იყო, იმას ვინ უნდა შეეშინებინა და ახლა, მთავარი პროკურორი რომ აღარ იყო, მისი შიში ვის უნდა ჰქონოდა?! – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას.
.
„ფარცხალაძე 2016 წლის აპრილში, თითქმის სამი წელია, მთავარი პროკურორი აღარ იყო და მეორე, ლევან ყიფიანი უკვე აღარ იყო მინისტრი. ამიტომ, ამ ორი კაცს შორის რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, სხვისი სახელი გამოიყენეს თუ არა, რომ რაღაც მიზნისთვის მიეღწიათ, ეს ყველაფერი ჩემთვის კითხვებია, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, სხვადასხვა პარტიაში და არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ ორგანიზაციებში მოკავშირეები იშოვა და იმედი აქვს, რომ ხალხს მოატყუებს და ვალს არ გადაუხდის.
.
#დღისთემა „მოამბის“ შეკითხვებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა. თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა გამოეყოს თუ არა ძველ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეს საქმე და არის თუ არა ცალკე ძიება დასაწყები ზაზა ოქუაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ყოფილ მთავარ პროკურორს სპორტის ყოფილი მინისტრის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიების თემაზე გვაქვს სარალიძის საქმის უბედური მაგალითი, ამიტომ წარსული გაკვეთილებიდან უნდა ვისწავლოთ და გამოძიებას რჩევები არ უნდა მივცეთ, საქმე გამოყოს თუ არა.
.
„თუ გამოსაყოფია, გამოიყოფა. მთავარია, პროცედურა კანონით დადგენილი წესით წავიდეს. უნდა გამოიყოს თუ არა საქმე, ამაზე პასუხი მე დღეს არ მაქვს და მით უმეტეს, თქვენ ვერ გექნებათ. ეს პასუხი იმას აქვს, ვისაც გამოძიება ეხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0