საზოგადოება პარტია "ნეიტრალური საქართელოს" თავჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას განცხადება 2018, 7 მაისი, 22:37
"სახელმწიფოებრივი ნონსენსი
ეს წუთია მივიღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტიტულიან ფურცლზე გამოფზავნილი წერილი, რომელსაც ხელს აწერს "თავისუფლების ქარტია" საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე.
წერილი ეხება მოახლოებული 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნას და გვაფრთხილებს:
"არ დაუშვათ ღონისძიებებზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები."
მოდი და ნუ გაოცდები.
თვითონ 9 მაისის ისტორიული გამარჯვება კომუნისტების ყველაზე დიდი სიმბოლიკაა, რომელსაც (რატომღაც) წლების განმავლობაში აღნიშნავს "დამოუკიდებელი", "დემოკრატიული" და "ბედნიერი" საქართველოს ხელისუფლება. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელსაც ხელისუფლება პატივს (ვითომ) მიაგებს, საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი სიმბოლო არ არის? ეს სახელმწიფოებრივი ნონსენსი არ არის? უფრო დიდი რა სიმბოლო უნდა მივიტანოთ ჩვენ 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ვიდრე თვითონ 9 მაისი და უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომ ამ ვითომ დამოუკიდებელ და ვითომ ბედნიერ საქართველოს "დემოკრატიული" ღირსება შევლახოს?! დანარჩენ შეკითხვებს 9 მაისს, იქ, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დავუსვამთ ხელისუფლებას. ყველაფერი ძალიან საინტერესო სახეს იძენს. ჩვენ, ყველანი, ვისაც ოდნავ მაინც შეგვრჩენია ღირსების გრძნობა, 9 მაისს, დილის 9 საათზე, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან უნდა გამოვცხადდეთ და პატივი მივაგოთ დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს, რომლის შეურაცხყოფის უბადრუკი მცდელობის ნიმუში სწორედ ის წერილი გახლავთ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტდან მივიღე და, რომელსაც აქვე ვაქვეყნებ... ყველა "ფბ" მეგობარს გთხოვთ კომენტარით გამოხატოთ თქვენი პოზიცია. მეგობრად ვეღარ ჩავთვლი იმათ, ვინც კ ო მ ე ნ ტ ა რ ი თ არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. წინასწარ გიხდით მადლობას!" - წერს ფეისბუქის გვერდზე პარტია"ნეიტრალური საქართვ ელო"-ს თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელია 55 1-ს მოსწონს
|