x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამოუცნობი ფენომენი:სამ ტყუპ დას დნმ-ს ანალიზი ჩაუტარეს
image

მრავალნაყოფიანი ორსულობა იშვიათი მოვლენაა და როდესაც ტყუპები ერთკვერცხუჯრედიდან არიან დაბადებულები კიდევ უფრო იშვიათად ხდება, ერთკვერცხისეული ანუ იდენტური სამი ტყუპისცალი იბადება 20/30 ერთ მილიონში.

ტყუპები ერიკე, ჟაკლინი და ნიკოლი სწორედ ეს შემთხვევაა, ისინი ერთხელ მიიწვიეს თოქ-შოუში "ექიმები", სადაც მათ სთხოვეს დნმ-ს ანალიზის ჩაბარება, რომ გაეგოთ საიდან იყვნენ წარმოშობით მათი წინაპრები, შედეგმა ყველა შოკირებული დატოვა, მათ შორის ტყუპი დებიც.მაგრამ მოდით სანამ ექსპერიმენტის შედეგს გაგაცნობდეთ მოკლედ გავიცნოთ სამი ტყუპი და:ნიკოლ, ერიკა და ჟაკლინ დანი.(Nicole, Erica and Jaclyn Dahm)




როდესაც ისინი დაიბადნენ, მშობლებს ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ გოგონებს ტატუ გაუკეთეს.ნიკოლს, რომელიც პირველი დაიბადა ერთი წერტილი დაასვეს, ერიკას ორი, ხოლო ჟაკლინი დარჩა წერტილის გარეშე.

image

ზოგიერთ ტყუპებს არ უყვართ ერთნაირი სამოსის ტარება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით დებზე.

მათი სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მიიღეს კონკურსში მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც.საბოლოოდ ჟურნალ "Teen Magazine"-ს გარეკანზეც მოხვდნენ.

image

თუმცა გოგონები მიხვდნენ, რომ მარტო მოდელის კარიერა არასაკმარისია და გადაწყვიტეს მინესოტას უნივერსიტეტში მედდის პროფესიის ათვისება, თუმცა სრულწლოვან გოგონებს სამოდელო სააგენტოებმა იქაც მიაგნეს და მათი გეგმები ისევ შეიცვალა.

გოგონებმა აღიარეს, რომ ცალ-ცალკე ვერასდროს გადაწყვეტდნენ მოდელობას.

image

უფრო ფართო ასპარეზისთვის ტყუპები ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ, იქ დებმა რამდენიმე სერიალში ითამაშეს, მონაწილეობდნენ ტელეშოუებში, 2006 წელს შუათანა დას ტელეშოუს "Renovate my family"-ის წამყვანი, ჯეი მაკგროუ ერთი ნახვით შეუყვარდა და მალევე დაქორწინდნენ.

image

მაკგროუ მამასთან, ფილთან ერთად გადაცემა "ექიმების" პროდიუსერიც იყო, სწორედ მას მოუვიდა იდეა სამი და შოუში მიეწვია, ეპიზოდი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დებ დანებს რეგულარულად იწვევდნენ გადაცემაში.მაგალითად გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ სამივე დამ ერთი თვის სხვაობით იმშობიარა და სამივე დას ეყოლა გოგონა, ხოლო შემდეგი დაფეხმძიმების დროს სამივემ ბიჭუნები გააჩინეს.

image

ახლა კი ექსპერიმენტის შედეგს დავუბრუნდეთ, რომელიც გადაცემა "ექიმებში" განხორციელდა. ერთკვერცხისეული ტუპების დნმ იდენტურია, მაგრამ დაემთხვევა თუ არა მათი წინაპრების დნმ?


მაშ ასე ანალიზის შედეგები: დების დნმ 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, მეტიც, ერიკას და ნიკოლის თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა რაც დიდი იშვიათობაა.

image

მაგრამ წინაპართა დნმ-ს კვლევის შემდეგ გასაოცარი შედეგები მიიღეს:ერიკას ფესვები 16% ბრიტანული და ირლანდიურია, ნიკოლის 18%, ამასთანავე ნიკოლს 11% გერმანული და ფრანგული ფესვები აქვს, ჟაკლინს-18%, ყველაზე ძალიან გააოცათ სკანდინავიურმა ფესვებმა: ნიკოლს 11.4% აქვს, ხოლო ერიკას და ჟაკლინს 7, 4%, იმის გათვალისწინებით, რომ ტყუპები ერთკვერცხუჯრედიდან არიან, მეცნიერები ამ ექპერიმენტმა ჩიხში შეიყვანა.

image

"ჩვენ ისე შორს შევცურეთ გენეტიკურ ტესტებში, რომ ვეღარ შევძლებთ მივატოვოთ სინჯარები და არ ვიპოვოთ პასუხები ყველა კითხვაზე"-აღნიშნა დოქტორმა ტრევის სტორკმა.










2
643
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
643
  
2018, 10 მაისი, 15:05
როგორც სრეგია იტყოდა - რანაირად?))))))
2018, 7 მაისი, 15:11
ძალიან საინტერესო სტატიაა... ეს როგორაა შესაძლებელი?
0 1 2