x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პიტაჰაია (დრაკონის ნაყოფი) - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

პიტაჰაია ანუ დრაკონის ნაყოფი - ძალიან ლამაზი, გემრიელი და სასარგებლო ნაყოფია. ლეგენდის მიხედვით, როცა შეტაკებაში დრაკონი იღლებოდა და აღარ შეეძლო ცეცხლის ფრქვევა პირიდან, ეს ნაყოფები სცვიოდა.. მისი სამშობლო ამერიკაა და მცენარე კაქტუსებს მიეკუთვნება, შესამბამისად ისეთ პირობებს საჭიროებს, როგორც კაქტუსი, თუმცა გარეგნულად ხვიარა ლიანას გავს, ყვავილობს თეთრი დიდი ყვავილებით, რომლებიც ღამით იშლება. მოსავალს წელიწადში 5-ჯერ იძლევა. ნაყოფი ტკბილია, აქვს ძლიერი სუნი, რბილობი არაჟნის კონსისტენციის, თანაბრად განაწილებული კურკებით, აქვს ბანანის და კივის გემო.


image


დღე არ გავა ისე, რომ რაიმე სიახლეს არ წავაყდეთ სასარგებლო პროდუქტების დარგში. დრაკონის ნაყოფი, ოფიციალურად პიტაჰაია უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. ამ პროდუქტს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს. განსაკუთრებული ვიზუალი და გემო, პიტაჰაიას უფრო მიმზიდველს ხდის. ამ ყველაფრის გარდა, ეს ხილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.


image


პიტაჰაია ძირითადად გავრცელებულია მექსიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. თუმცა ბოლო წლებში უხვი რაოდენობით მოდის ინდონეზიაში, მალაიზიასა და ვიეტნამშიც.


image


რა სასარგებლო თვისებები გააჩნია?


1. შეიცავს უხვი რაოდენობით C ვიტამინს, გამოდის რომ სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.


2. გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტური ეფექტით.

3. მდიდარია ცილით, რაც ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა.

4. რეკომენდებულია მაღალწნევიანებისთვის. პიტაჰაია წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

5. ლიკოპეინის ეფექტის საშუალებით, გულის შეტევის რისკს ამცირებს.

6. შაქართან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე მცენარეა.

7. არის დაბალკალორიული, გამოდის რომ საკმაოდ დიეტურია.

8. სხეულის ტენიანობას აბალანსებს. იცავს კანს ბაქტერიებისგან.

9. შეიცავს კალიუმის მინერალს, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ!


image



სად შეიძლება პიტაჰაიას შეძენა?


ტროპიკული მცენარე, როგორც ზემოთ ვახსენეთ უფრო ამერიკის კონტინეტზე არის გავრცელებული. საქართველოში მისი შეძენა სუპერმარკეტებში შესაძლებელია. მისი იშვიათობიდან გამომდინარე, ფასი ნამდვილად არ გესიმპათიურებათ!


image



როგორ უნდა მივირთვათ?


თუ არ დაგენანებათ ფულის გადახდა პიტაჰაიაში და მოგიწევთ მისი პირველად მირთმევა, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ძალიან მარტივია. პიტაჰაია უნდა მიირთვათ როგორც კივი, გააცლით კანს და ტკბილ-მომჟავო ეგზოტიკურ გემოს შეიცნობთ. არცერთ შემთხვევაში არ გააცალოთ პატარა კურკები, რათა არანაირი უკუჩვენება არ აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.


imageimageimageimageimageimageimage







გემრიელად მიირთვით!








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რა მოხდება, თუ მთვარეს ავაფეთქებთ ან აფეთქდება?

2. "ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია!

3. თუ განსხვავებულის ძიებაში ხართ, მაშინ გირჩევთ 10 ქალაქს, სადაც ფანტასტიურად დაისვენებთ!

4. პატარა ნახვრეტი ყურთან - რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება?

5. გაზაფხულის ნუშის გული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

0
2065
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0