პარამეცნიერებები სხეულგარეშე მდგომარეობა - ასტრალური მოგზაურობა 2018, 5 მაისი, 18:59 ცნობილია, რომ ადამიანი მოულოდნელად შესაძლოა სხეულგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამ დროს ისეთ რამეებს ხედავს და აღიქვამს, რაც ჩვეულებრივ სრულიად წარმოუდგენელია. ცნობიერება ამ დროს არაბუნებრივ, შეცვლილ მდგომარეობაში იმყოფება. ეს შეიძლება მოხდეს თუ ადამიანი მედიტაციას მიმართავს, ან გონებრივად, ემოციურად ან სულაც ფიზიკურაც ზედმეტად გადაიღლება. ამგვარ მდგომარეობაში ზოგჯერ აღმოჩენილან ცნობილი ადამიანებიც, მაგალითად როგორიცაა დრამატურგი ვიქტორ როზოვი. იგი ამ შემთხვევას ასე იხსენებს: "მძიმედ ვიავადმყოფე და ის ის იყო გამოჯანმრთელებას დავიწყე, ჩემმა მეგობარმა ექიმმა ერთი ამგვარი იოგების ვარჯიშის გაკეთება მირჩია - ზურგზე დაწექი და ყველა კუნთი შეძლებისდაგვარად სრულად მოადუნეო. და აი მეც შევასრულე ეს, მოვდუნდი, შემდეგ კიდევ უფრო, და უცებ ვიგრძენი თუ როგორ გამოვიდა ჩემი სხეულიდან ის, რაც ჩემი "მე" იყო. ოღონდ უხორცოდ და უსხეულოდ და კაბინეტში მიმოდიოდა. ჩემი მეორე "მე" სრულიად მკაფიოდ ხედავდა, რომ ტახტზე ჩემი სხეული იწვა. და აი ამ მომენტში ძალიან შემეშინდა, ისე ძალიან, რომ ხელების და ფეხების ქნევა დავიწყე და მეორე "მე" გაქრა, თითქოს ჩემში დაბრუნდა." მეცნიერებმა ანდრა მ. სმიტმა და კლოდ მესიერვეარმა ოტავას უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა სხეულგარეშე მდგომერეობის შესახებ. მათ აინტერესებდათ იყო თუ არა ეს რეალურად ასტრალში გადასვლის ფენომენი. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანზე, რომელიც ამტკიცებდა რომ ეს შეეძლო და ამ დროს სკანერზე გააშუქეს მისი ტვინი. საბოლოო ჯამში ამ ექსპერიმენტით დადგინდა ძალიან საინტერესო რამ. ამ ადამიანს რეალურად შეეძლო დაენახა თავისი თავი გარედან. ამ დროს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში აქტიურდებოდა ის უბნები, რომელიც პასუხიმსგებელია რომ ჩვენი მოძრაობა და მდებარეობა, გარესამყაროსა და ჩვენი სხეულის ურთიერთდამოკიდებულება ადეკვატურად აღიქვან და შესაბამისად აკონტროლონ ანუ აქტივირდებოდა კინესთეტიკური ნაწილი ჩვენი ტვინისა, რომელიც პასუხისმგებელია მენტალურად გაანალიზოს ჩვენი სხეულის ყოველი მოძრაობა. ამავე დროს ხდებოდა ძლიერი დეაქტივირება "ვიზუალური კორტექსისა". ამ კონკრეტულმა ექპერიმენტმა დაადგინა, რომ პაციენტის გამოცდილება რომ ის "უყურებდა" საკუთარ მოწლარე სხეულს, იყო რეალური, მაგრამ ამას კავშირი არ ჰქონდა სულის სხეულიდან გამოსვლასთან, არამედ მხოლოდ ტვინში მიმდინარე სრულიდ განსხვავებული ნევროლოგიური მექანიზმებისა და პროცესების შედეგად იყო გამოწვეული. სხეულგარეშე მდგომარეობის შესახებ არაა ბევრი კვლევა ჩატარებული, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად. ეს კვლევა კი გამოქვეყნდა ჟურნალში "Frontiers of Human Neuroscience". თუმცა საინტერესოა ამ ექსპერიმენტის დასვნების საწინაარმდეგო კვლევა, სადაც ცდის პირებს ამგვარი მდგომარეობა ხელოვნურად შეუქმნეს. ისინი ზუსტ ინფორმციებს იძლეოდნენ მაგალითად ჰყვებოდნენ ჭერზე სპეციალურად მიმაგრებულ ფირფიტაზე დაწერილი ტექსტის შინაარს, რისი წაკითხვაც მხოლოდ ჭერზე ასვლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. მკვლევარებმა დაადგინეს რომ სხეულგარეშე მდგომარეობაში პაციენტებიდან ყველაზე ხშირად მშობიარეები ვარდებიან. ამ დასკვნამდე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ადამიანის ტვინის შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომლები მივიდნენ. ეს ხდება იმიტომ რომ პროფესორი სპივაკის აზრით მშობიარობის დროს მშობიარე ქალის ფსიქიკის ზედაპირზე ამოიტყორცნება სხვადასხვა, მანამდე დაურეგისტრირებელი უჩვეულო ფენომენების მთელი წყება. მაგალითად მშობიარეთაგან ბევრი მიწიდან მოწყვეტას გრძნობს, ზოგსაც "სადღაც გაფრენის" შეგრძნება აქვს და საკუთარ თავს შორიდან აკვირდება. საინტერესო ისიცაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი მშობიარეებიდან ყველა აღნიშნავდა, რომ ამ დროს ტკივილი საერთოდ ქრებოდა. ყოველი მეათე ქალი კი ამბობდა, რომ სულ რაღაც წამებში მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ჩაუქროლათ თვალწინ. ცნობიერების ხელოვნურად ამგვარი შეცვლისთვის გამოიყენება ასევე სხვადასხვა მეთოდი, როგორიცაა ჰიპნოზი, მედიტაცია და ა.შ. ასეთი ცდების დროს გაირკვა, რომ ამ დროს მეტად აქტიურდება ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. მას უკავშირდება წარმოსახვები, სახეებითა და შემოქმედებითი აზროვნება. რაც უფრო ღრმად იძირება პაციენტი ამგვარ მდგომარეობაში, მით უფრო ნელა ხდება თავის ტვინის ქერქის მუშაობა. ხოლო ღრმა ტრანსის დროს მისი მუშაობა საერთოდ წყდება. არადა ითვლება, რომ სწორედ ნეოკორტექსი, ტვინის ქერქი უზრუნველყოფს ინფორმაციის აღქმას და გადამუშავებას. და უცებ ქერქის აქტივობა წყდება სკანირებისას და მიუხედავად ამისა პაციენტი ინფორმაციის მიღებას მაინც განაგრძობს. ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ რომ ამ დროს სხვა, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმები ირთვება ტვინში. ცნობილ ფსიქოლოგს - სტანისლავ გროფს, ადამიანის ცნობიერება მკურნალობის მიზნით სპეციალურად გადაჰყვადა შეცვლილ მდგომარეობაში. ერთხელაც მუშამ, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა ისტორია, საკუთარი თავი უძველეს ეგვიპტეში მებალზამედ დაინახა. სეანსის შემდეგ მან დაწვრილებით აღწერა მუმიფიცირების ტექნოლოგია და პროცესი. მისგან მოწოდებული ინფორმაციის სისწორე გადამოწმდა სპეციალისტებთან - ეგვიპტოლოგებმა ეს ინფორმაცია არათუ დაადასტურეს, არამედ პაციენტის მონათხრობში ისეთი დეტალებიც იყო, რომლებზეც ისტორიკოსები მანამდე მხოლოდ ეჭვის დონეზე ვარაუდობდნენ. აღსანიშნავია, რომ მებალზამე აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებოდა მუშის ხილვაში და მას სრულებით არ გავდა გარეგნობით. მუშა მაინც დარწმუნებული იყო, რომ სრულებით მისი "მე" გახლდათ. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა ადამიანმა არათუ სხვა გარეგნობის მქონედ და აბსოლუტურად სხვა დროში დაინახოს საკუთარი თავი, არამედ საპირისპირო სქესადაც, მაგრამ მაინც იცოდეს, რომ ის ნამდვილად თვითონაა. როცა ცნობიერება ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია გადადის ქრება დროის შეგრძნებაც. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაზლეელია ადამიანმა თავისი ცხოვრების წლები თვით წვრილმანების ჩათვლით თავიდან განიცადოს. ზოგჯერ კი დროის შეგრძნება საერთოდ ქრება. ერთ-ერთი პაციენტი ამ განცდას ასე აღწერს: "უეცრად სრული სიცარიელე ვიგრძენი. თითქოსდა დრო სამუდამოდ გაჩერდა. არ არსებობდა არც მანამდე, არც მერე, არც მაღლა, არც ქვემოთ, არც ზემოთ, არც აქ, არც იქ." მაშინ, როცა დროის შეგრძნება ქრება, აღარც სივრცე წარმოადგენს დაბრკოლებას. საოცარია და ამ დროს ცნობიერებას შეუძლია სამყაროს ნებისმიერ წერტილში გადაადგილდეს. არა მხოლოდ ამ "უნივერსში", არამედ თავი ამოჰყოს სრულიად სხვა სამყაროებში "მულტივერსის" მასშტაბით. პროფესიით მხატვარი ბორის საფრონოვი, რომელმაც ეს მდგომარეობა გამოსცადა ამას შემდეგნაირად აღწერს: "მე აღმოვჩნდი შავი, ცვალებადი სივრცის მორევში, სადაც "სინათლის" სხივები შავი იყო. ეს იყო შავი სივრცე, რთული მოხაზულობის შავი სიმებით იყო დაბალანსებული. ეს სიმები ქმნიდნენ გასაოცარ წითელ ყვავილისებრი ფორმის წარმონაქმნს, რომელიც მათემატიკური სიზუსტით იყო გათვლილი. ჩემკენ ახალი სამყაროები მოქროდნენ ან მე მივქროდი მათკენ, ეს ზუსტად არ ვიცი." ცნობილი რუსი აკადემიკოსის ვლაილ პეტროვიჩ კაზნაჩეევის აზრით უკიდეგანო კოსმოსს აქვს თავისი ველოვანი რეალობა და ზოგიერთი ადამიანი ზოგიერთ სიტუაციაში ახერხებს ამ რეალობაში "ჩაძირვას". ამ შემთხვევაში ადამიანის თვალწინ მისთვის სრულიად უჩვეულო და უცხო განზომილებების სხვადასხვა გზით შეგრძნება ხელმისაწვდომი ხდება." თითქოს პარადოქსია, მაგრამ როგორც ჩანს შესაძლებელია იყო ჩაძირული საკუთარ ცნობიერებაში და ამავე დროს ჩვენი უნივერსის საზღვრებს გასცდე. მე-20 საუკუნის ბოლოს სულ სხვა თვალით შეხედეს ცნობიერებას. მანამდე მასში მხოლოდ ლოგიკური აზროვნება მოიაზრებოდა, მაგრამ დღესდღეობით ამ ცნებაში ეგრედ წოდებული არაცნობიერის ყველა დონე იგულისხმება - აქაა ქვეცნობიერიც, რომელიც დამცავ მექანიზმებს, ბიოქიმიურ პროცესებს, რეფლექსებსა და ინსტინქტებს განაგებს და ამ ცნებაში ბუნებრივია შედის ცნობიერიც, რომელიც პიროვნების თვითრეალიზაციას უზრუნველყოფს, აქაა ზეცნობიერიც, რომელიც სასუალებას იძლევა ტვინისა და ორგანიზმის ფარული რეზერვები გააქტიურდეს და ისინი შეუერთდეს სამყაროს ზეცნობიერს, რომელიც ჯერჯერობით შეუსწავლელი სფეროა, მაგრამ ბევრი ქეისიდან ირკვევა, რომ ის არსებობს. ფროიდიდან დაწყებული ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ქცევებს ცნობიერ გონებაზე არანაკლებ ქვეცნობიერი განსაზღვრავს, არათუ არანაკლებ, არამედ შესაძლოა მეტადაც კი. როცა ადამიანი ფსიქო-ემოციურ კრიზისს განიცდის ან მაგალითად მძიმედ ავადაა ან ფიზიკურად მეტისმეტად გადაიღალა, ასეთ იშვიათ და უმძიმეს მომენტებში ცნობიერი უკან იხევს და გზას უთმობს ზეცნობიერს. ზეცნობიერი სწორედ ის "არხია", რომელიც კოსმოსურ ცნობიერებას უკავშირდება და უერთდება. მაშინ, როცა ცნობიერება შეცვლილ მდგომარეობაშია, საზღვრები წაშლილია და არავინ იცის ამ დროს რეალურად რა ხდება - ადამიანის ონდივიდუალური ცნობიერება უერთდება სამყაროს ცნობიერებას თუ პირიქით, სამყაროს ცნობიერება "იღვრება" მასში. ფაქტი ისაა, რომ მათი თანხვედრა ხდება და ამ დროს ადამიანი სრულიად უჩვეულო ინფორმაციებს იღებს. ამასთან დაკავშირებით ცნობილია ერთი საინტერესო შემთხვევა ისტორიაში: იაკობ ბიომე (1575 - 1624) იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი და ლუთერანულ-პროტესტანტული ტრადიციის მიმდევარი თეოლოგი. თავის ნაწერებში ის აღნიშნავდა, რომ თავიდან ის ერთი უბირი ვინმე იყო ა სულ რაღაც 15-წუთიანი უჩვეულო გასხივოსნების შემდეგ იგი ბუნების ენის მცოდნე გახდა, საუბრობდა სხვადასხვა ენებზე, მიეცა ნათელხილვის ნიჭი, თუმცა არასოდეს არანაირი განათლება იქამდე არ მიუღია. ასევე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი სერგეი ვოტიაკოვი წერს: 1972 წელი იდგა. პრანაიოგის სავარჯიშოებს ვაკეთებდი. უეცრად ღრმა ტრანსში ჩავვარდი და ცნობიერების შეცვლის პროცესი განვიცადე. ჩემთვის არაფრის ახსნა არ იყო საჭირო. მე ყველაფერი ვიცოდი და ყველაფერს ვხვდებოდი." ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანის ცნობიერება გარდაიქმნება რომელიმე სხვა ადამიანის, ცხოველის ან თუნდაც ნივთის ცნობიერებაში და მაშინ იგი მთელი არსებით შეიგრძნობს და ეუფლება ამ მეორე საგნის ცნობიერებას. არსებობს მოხსენებები, რომლებშიც დაფიქსირებულია თუ რას გრძნობდნენ სხვადასხვა ძუძუმწოვარი ცხოველის ან ფრინველის ცნობიერებას დაუფლებული ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იცოდნენ ბიოლოგია, არც ბოტანიკა, თავიანთი შეგრძნებების აღწერისას ისინი ჰყვებოდნენ ისეთ გასაოცრად ზუსტ დეტალებს, რომელიც სრულად ემთხვევა მეცნიერების უახლეს აღმოჩენებს. შეცვლილ მდგომარეობაში ცნობიერება სრულად ინარჩუნებს ლოგიკურად აზროვნების უნარს. ასევე ანალიზისა და მახსოვრობის უნარი ძლიერდება. უფრო მეტიც - ასეთ დროს გონების "მიმღები ანტენა" აფართოებს თავისი მოქმედების დიაპაზონს და ისეთი ინფორმაციების, ტალღების მიღებას და გაშიფრვას იწყებს, რაც ნორმალურ მდგომარეობაში არ შეეძლო. ფრენსის ბეკონი (1561 - 1626) ინგლისელი ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ორატორი, კომპოზიტორი და მწერალი ამბობდა: "კანონს მსჯელობით ვერ იპოვი, რადგან იგი გონების საზღვრებს მიღმაა." ცნობილია, რომ მას, ისევე როგორც შემდგომში ნიკოლა ტესლას პირადად ჰქონდა კოსმიურ გონთან ჩართვის გამოცდილება - ეს მოხდა 1590 წელს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მის კალამს ეკუთვნის შექსპირის გენიალური ნაწარმოებები. აი რას ამბობს მის შესახებ მისი თანამედროვე ერთ-ერთი მწერალი: "ჩემი აზრით, თუკი ოდესმე ღვთისგან გამომავალი ცოდნის სხივი ჩვენს დროში ვინმეს დასშუქებია, ეს პირველ რიგში ბეკონის სახეა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო, მისი ცოდნა ნამდვილად არ გახლდათ წიგნიერი - იგი თავად ბეკონში არსებული რაღაც წყაროდან მოედინებოდა. თავის ცოდნასა და მოსაზრებებს ბეკონი ძალიან წინდახედულად და ფრთხილად გამოთქვამდა". ზოგ მკვლევარს საკუთარი ცნობიერება ხელვნურად გადაჰყავს შეცვლილ მდგომარეობაში, მაგრამ ნანახის და განცდილის გადმოცემას ეს კატეგორიაც კი ვერ ახერხებს ადეკვატურად. ვინაიდან უბრალოდ ადამიანურ ლექსიკონში არ არსებობს მულტისამყაროებში ნანახის აღმწერი ტერმინოლოგია. ასევე ხშირად ის ადამიანები, ვინც ეს მდგომარეობა გადაიტანა ერიდებიან ამაზე საუბარს იმის შიშით, რომ სოციუმმა ფსიქიკურად დაავადებულად არ შერაცხოს, არადა რეალურად ეს სრულიად სხვა რამაა და არანაირი კავშირი არ აქვს დაავადებასთან ან რაიმე პათოლოგიასთან. შეცვლილი ცნობიერების დროს ადამიანის აზროვნება უმჯობესდება და სრულად ინარჩუნებს ლოგიკას, ასევე უმტივნეულოდ უბრუნდება საკუთარ პირვანდელ მდგომარეობას, საკუთარ "მე"-ს. ავადმყოფები კი ისინი არიან, ვისაც გზა აებნათ, ლოგიკა დაკარგეს დავეღარ ბრუნდებიან თავიანთი ხილვების ლაბირინთებიდან. მეცნიერების აზრით, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა სასარგებლოც კია რადგან გონების დეჰიპნოტიზაციას უწყობს ხელს და ინფორმაციულად დანაგვიანებული ქვეცნობიერის განახლებას და გაწმენდას ემსახურება. სწორედ ამიტომაა რომ გადარლილი და ცუდ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მყოფი ტვინი თვითგადარჩენის მიზნით ინსტინქტურად გადადის ხოლმე ხშირად ასეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავს დაეხმაროს და ამ პერიოდებში მოდის ხოლმე ამგვარი გადასვლა შეცვლილ ცნობიერებაში რასაც შეგვიძლია ასტრალური მოგზაურობაც ვუწოდოთ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 699 1-ს მოსწონს
|