საბუნებისმეტყველო უძველესი ქართველი გიგანტები 2018, 4 მაისი, 20:03 2008 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ქართველი მეცნიერების ექსპედიცია დაიწყო, ვინაიდან აკრძალულ ზონაში მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე ნახირის აყვანის შემდეგ სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც გიგანტური ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. ეს ამბავი აცნობეს ქუთაისში მომუშავე პროფესორს, არქეოლოგს ერეკლე ჯულაყიძეს, შეიქმნა ჯგუფი სადაც როგორც მეცნიერები ასევე ჟურნალისტი ლელა ნინუაც იყო. მათი გადაღებული ვიდეომასალით დაინტერესდნენ უცხოური ტელეარხები. 3 დღის ურთულესი რელიეფის გავლის შემდეგ ექსპედიციამ მიაღწია დანიშნულების ადგილს და იქ დაუხვდათ დაუმარხავი ადამიანების ნაშთები, რომელიც ვულკანურ ქანებსა და ქვებში იყო მოქცეული. დასადგენი იყო ეს ძვლები ვის ეკუთვნოდა - გიგანტოპითეკს (გიგანტური ზომის ადამიანის მსგავსი მაიმუნი, რომელიც უფრო მაიმუნისკენ იხრება), მეგანთროპს თუ ჰომო გიგანტიკუსს ანუ გიგანტურ ადამიანს. ასევე შემდგომ მოეწყო ექსპედიცია და ნანახი იქნა სარკოფაგის ტიპის სამარხში გიგანტური ძვლები. მსოფლიო დონის პალეონტოლოგი, აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა აცხადებდა: "სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვის მეგონა, თუმცაღა შევცდი. ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამიანის საკუთრებაა, რომელიც გოლიათი გახლდათ." ამ ძვლების ასაკი დაახლოებით 25, 000 (ოცდახუთი ათასი) წელია. ამ ადგილას, სადაც ეს დიდი აღმოჩენა მოხდა, არის კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარგად განვითარებული ქალაქი არსებობდა, რომელსაც ლოდებით მოპირკეთებული ასასვლელი ჰქონდა და ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. ამ ადგილას აღმოჩნდა თაღისებური სამარხი და ასევე უძველესი ნატაძრალიც. ეს ადგილი ყველა პარამეტრით მიუთითებს ნაქალაქარზე. ლოს ანჯელესის თავის ქალების შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი ჰრაირ შაჰინიანი აცხადებს: "შესაძლებელია თუ არა, რომ ის ორი გიგანტური ადამიანი, რომელიც აღმოაჩინეს ბორჯომში, საქართველოში, იტანჯებოდნენ დაავადებით სახელად "გიგანტიზმი"? ეს ნაკლებ სავარაუდოა. გიგანტიზმით დაავადებულები ცხოვრობენ ჩვენს შორის დღესაც და ისინი შესაძლოა 2 მეტრის და 50 სანტიმეტრისაც კი გაიზარდონ სიმაღლეში. გიგანტიზმი უიშვიათესი დაავადებაა. მაგალითად შეერთებული შტატების მონაცემებით ეს დაავადება 3 მილიონიდან 1 ადამიანს აქვს. ამ სტატისტიკური ალბათობით მაშინდელი ბორჯომის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა 6 მილიონ ადამიანს, რომ წარმოეშვა 2 გიგანტი ინდივიდი. ეს კი დღევანდელი საქართველოს მთელ მოსახლეობაზე 2 მილიონით მეტია. აქ ჩნდება მეორე კითხვა: შესაძლებელია, რომ ქართველი გიგანტები იდენტური ტყუპები ყოფილიყვნენ? ესეც ნაკლებად სავარაუდოა. პირველი - თავად იდენტური ტყუპების დაბადების ალბათობა ძალიან დაბალია და როგორც აღვნიშნეთ გიგანტიზმით დაავადებული ადამიანების დაბადებაც ძალიან იშვიათია და ეს ორივე ერთად რომ მომხდარიყო ამის ალბათობა 0, 000%-ს საკმაოდ უახლოვდება." ბორჯომ-ხარაგაულს ხეობაში უამრავი გამოქვაბულია, რომელსაც დევების გამოქვაბულებს უწოდებენ. ქართული ენა გიგანტების რამდენიმე კატეგორიას იცნობს. ესენია: გოლიათები, ბუმბერაზები (ეს სიტყვა ქართულ ენაში გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ, არამედ მორალურ და მატერიალურ უპირატესობას), დევგმირი (ტანად გოლიათი მამაცი) და დევი. დევი ქართულ მითოსში არის უარყოფით გმირად წარმოჩენილი, რომელიც იტაცებს ადამიანებს, არის კაციჭამია, აქვს ცხოველური თვისებები - ველურია და არაცივილზებული, თუმცა დიდწილად ადამიანია და ამიტომ აქვს გაუცნობიერებელი სურვილი გაუკეთესებისა - ირთავს ცოლად ადამიანს და ჰყავს შთამომავალი. ისტორიკოსი ოთარ ბაღათურია: "სვანეთში დღემდე ცოცხლობს გოლიათების ხსოვნა: ბუშები, დალები, დევქალები, დევკაცები. ბევრი სვანი დღესაც გეტყვით, რომ უშენ ადგილად გადაეყარა დევქალს. ბუშები ადამიანები იყვნენ, ადამიანთა გვერდით ცხოვრობდნენ, მათ განაგებდნენ. შემდეგ მათ ხალხმა ძალაუფლება წაართვა და ამოხოცა. სვანები დღესაც გაჩვენებენ მთებში გოლიათების ნასახლარებს და ნაკვალევს. შესაძლოა დევის კაციჭამიობაც მტრის ხატის დასანერგად იყო მოგონილი. ადამიანებს გოლიათების თავიდან მოშორება უნდოდათ და მათგან მტრის ხატიც შექმნეს და შემდეგ ნელ-ნელა გადააშენეს კიდეც. დარჩა სამარხები, მათ შორის ბორჯომ ხარაგაულის ტყე-პარკშიც, რომლითაც დისქავერიც დაინტერესდა. ისტორიკოსის და არქეოლოგის, ერეკლე ჯულაყიძისთვის, რომელმაც პირველად დაიწყო ამ აღმოჩენის შესწავლა, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში ბორჯომ-ხარაგაულის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, უაღრესად განსწავლული ადამიანი თავისი სკოლის კაბინეტსი აგროვებდა ბორჯომ-ხარაგაულის მთებში გაბნეული სამარხებიდან წვიმებისა თუ მეწყერების შედეგად ამოყრილ გიგანტურ ძვლებს. შემდეგ ეს კაცი ომში გაიწვიეს. მისი კაბინეტი კი განადგურდა - ძვლები მოსწავლეებმა დაიტაცეს. შეშინებულმა მასწავლებლებმა კი ეს ძვლბი მდინარეში გადაყარეს. შიში კი იმით იყო გამოწვეული, რომ 1930-იანი წლებიდან განატიკა როგორც მეცნიერება სრულად დაიგმო და აიკრძალა საბჭოთა კავშირში, რაც გენეტიკურ სფეროში საბჭოთა მეცნიერების სრულმა კრახმა გამოიწვია. მათ აფხაზეთში მაიმუნისა და ადამიანის ჰიბრიდის გამოყვანის მცდელობა ჩაეშალათ და ამიტომ ეს მეცნიერება არაპერსპექტიულად მიიჩნიეს და სრულად აკრძალეს. ეს ამბავი სკოლის დირექტორის, რომელიც ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებდა, კოლექციის განადგურებით დასრულდა. თუმცა ასე იოლად მთელს ხეობაში სამარხებს ვერავინ მოსპობდა და ეს არც არავის უცდია. ზოგიერთი მათგანიდან, რომელიც მეწყერმა და წყალმა გააშიშვლა ძვლებიც ამოიყარა. ეს ძვლები მონადირეებმა ნახეს და მკვლევარ თენგიზ წაქაძეს შეატყობინეს. მან - ისტორიკოს ერეკლე ჯულაყიძეს. შემდეგ ორმა ცნობილმა არქეოლოგმა აწ გარდაცვლილმა გურამ გაბიძაშვილმა და დავით სულხანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადგილი აუცილებლად შესასწავლია. ექსპედიცია ლელა რაზიკაშვილმა, ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა დააფინანსა. მანვე სთხოვა ამ ყველაფრის გადაღება ჟურნალისტ ლელა ნინუას. ჩვენ არც სამუშაოების გაშლის უფლება გვქონდა და არც სახსარი. ამიტომ მხოლოდ მითითებულ სამარხზე ვიმუშავეთ - ეს იყო აკლდამა, რომელსაც თაღოვანი სახურავი უნდა ჰქონოდა. რადგანაც გათხრების ნება არ გვქონდა აკლდამის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით შემოვიფარგლეთ. ვნახეთ ძვლის ფრაგმენტები, რომლებმაც გაგვაოცა გიგანტური ზომებით. იქვე გაჩნდა ვერსიები, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო გიგანტოფიტეკი ან ჰომო გიგანტუსი. ფრაგმენტებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო წვივ-ბარძაყის ძვლის გიგანტური წყვილი. წვივის ძვლის ზედა (მუხლის) და ბარძაყის ძვალი, რომლის რეკონსტრუქციაც იქვე შევძელით და მივხვდით, რომ ცალსახად ჰომო ერექტუსის გახლდათ. შემდგომაა კვლევებმა დაადასტურა, რომ აქ იყო ასევე ჰომო საპიენსის 1000 წლის ძვლები, რომელიც ეკუთვნოდა 3 ინდივიდს - ზრდასრულ მამაკაცს, ზრდასრულ ქალს და მოზარდს. მამრობითი სქესის იყო დაახლოებით 2, 90 მ-დან 3, 10 მეტრამდე. მდედრობითი 2, 70 მ-დან 2, 80 მეტრამდე და მოზარდი 2, 30 მეტრიდან 2, 40 მეტრამდე. ამ ექსპედიციის შესახებ სიუჟეტი თავიდან ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა გაუშვა, შემდეგ კი "დისქავერი" დაგვიკავშირდა და მათი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. ლელა ნინუა - ჟურნალისტი: დისქავერის ჯგუფს ცნობილი მწერალი, მისტიკური ფენომენების მკვლევარი, და ტელეწამყვანი ბრიუს ფენეტონი ახლდა. მას მთელი მსოფლიო შემოვლილი აქვს, მაგრამ ჩვენთან ნანახით გაოცებას ვერ მალავდა. ამბობდა, ასეთ ექსპედიციაში, რომელიც გიგანტებს გამოიკვლევდა, მონაწილეობას ვოცნებობდი და ოცნება ამიხდაო. სამარხ აკლდამასთან ერთად ის ზღვის დონიდან 3600 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ნაქალაქარმაც გააოგნა და 12-საათიანი ფილმი გადაიღო, რომლის თანაავტორიც მე ვარ. ეს მსოფლიოსთვის განკუთვნილი ფილმია. ამ მასალის გამო მომავალში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპედიცია ბორჯომ-ხარაგაულში, სადაც უკვე ამჯერად საფრენი ტექნიკაც მიიღებს მონაწილეობას." ავტორი: თორნიკე ფხალაძე 2926 6-ს მოსწონს
|