x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ირმა ინაშვილი: „მრავალი წელია რუსეთში არ ვყოფილვარ, ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან“

image


პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი რუსეთთან მის კავშირს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ხანია რუსეთში არ ყოფილა, სამაგიეროდ დასავლეთში ხშირად დადის. ინაშვილმა ეს რეოლიკა „იმედის“ კომედი შოუს საპასუხოდ გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირმა ინაშვილი რუსეთიდან ახლახან დაბრუნდა.


„ტელეკომპანია "იმედის" კომედიური შოუს სცენარისტებს ვწერ: "თქვენი აზროვნებით ბოლშევიკები ხართო, ასე მიმართა უმრავლესობას რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა"-, ბრძანა თქვენმა წამყვანმა. მორიგჯერ ვადასტურებ, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს ბოლშევიკური აზროვნება აქვს, მაგრამ პრეტენზია მეორე ნაწილთან მაქვს. თქვენთვის არავის უსწავლებია, რომ (თუნდაც იუმორისტულ გადაცემაში) არასწორი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა? მრავალი წელია არ ვყოფილვარ რუსეთში, თქვენ კი, ამბობთ, რომ იქიდან ახლახანს დავბრუნდი. შეცდომაში შეგყავთ მაყურებელი, რატომ? ვინ გავალებთ ასეთი იაფფასიანი ტყუილის ტირაჟირებას? კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, მაგრამ თქვენი გადაცემა აშკარად იუმორს მიღმაა. არასასურველი პოლიტიკოსების კბენა რომ დაგავალეს, - ეს ფაქტია, მაგრამ, დალოცვილებო, ისე მაინც მიკბინეთ, რომ ამ მოწყენილ ქვეყანაში ვინმეს მართლა გულიანად გაეცინოს და ეს პოლიტიკური დაკვეთა შუბლზე არ გეწეროთ...

.
P.S. ისე, ცნობისთვის. ახლახანს ბრიუსელიდან დავბრუნდი, როცა რუსეთში წავალ, არ დაგზარდებით, ამ ვიზიტზეც ღიად და საჯაროდ მოგიყვებით. იუმორისტული შოუს მომზადებას მაღალი გემოვნება და კულტურა სჭირდება. ერთშიც გარღვევა გაქვთ და მეორეშიც, “ - წერს ინაშვილი.
.
image
2
63
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
63
  
2018, 4 მაისი, 17:44
ამერიკაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი,მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა აშშ და დასავლეთია.
2018, 4 მაისი, 17:42
შეიძლება რუსეთში დიდი ხანი არ იყო ნამყოფი,მაგრამ რუსეთუმე იყო აზროვნებით,ნამყოფობას რა აზრი აქვს.
0 1 2