x
image
Maia kordzadze
2018 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
image


მაისში ასტროლოგები უამრავ ცვლილებას გვპირდებიან. აქედან უმთავრესია ურანის გადასვლა ვერძის ნიშნიდან კუროს ნიშანში. ეს 15 მაისს მოხდება, რომელიც დიდი მოვლენაა, რადგან ვერძის თანავარსკვლავედში ეს პლანეტა დაახლოებით ერთი წელიწადი იმყოფებოდა.

ზაფხულში ურანი რეტროგრადული გახდება და ზამთარში ან გაზაფხულზე კვლავ ვერძის ნიშანს დაუბრუნდება. კურო ძალიან არა, მაგრამ მაინც შესამჩნევად შეასუსტებს ურანს. ეს ნიშნავს, რომ ემოციებისგან დაიცლება, მაგრამ გონებრივად „უძრაობის“ პერიოდი დაეწყება. პლანეტების გავლენა არ იქნება ელვისებური და სტიქიური, მაგრამ 15 რიცხვიდან უკვე საგრძნობი გახდება.

მაისში ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავა და ზომიერად აქტიური იქნება. ეს გაზრდის თითოეული ადამიანის ზოგად ენერგეტიკულ მარაგს. 15 მაისს მერკური კუროს ნიშანში აღმოჩნდება, მაგრამ ზომიერ ძალას შეინარჩუნებს. რაც შეეხება მზეს, ისიც ასევე სტაბილური დარჩება მიუხედავად იმისა, რომ 21 მაისს ტყუპის ნიშანში გადავა. მთვარე იქნება ძლიერი 7-19 მაისს, დანარჩენ პერიოდში კი - სუსტი.


ვერძი


ვერძები მაისში გათავისუფლდებიან ავადმყოფობისგან და ჰარმონიულ მდგომარეობას მიაღწევენ. ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება მათთვის, ვისაც თავის ხელში აყვანა შეუძლია. შედეგიანი აღმოჩნდება ექიმებთან ვიზიტი, დიეტების დაწყება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ამ ყველაფერს ვენერას გაძლიერება ეხმარება, რომელიც ვერძებს თავდაჯერებულობას შემატებს, თუმცა, მთლიანობაში, ნეგატიურად არის ამ ნიშნის მიმართ განწყობილი. შეიძლება დაკარგოთ ინტუიცია, ხშირად იგრძნოთ დაღლილობა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ და მეტად თავშეკავებული იყავით, რომ წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.



კურო


კუროებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სუსტ მთვარეს მაისის დასაწყისსა და ბოლოს. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდებში მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. თვის შუა რიცხვებში თქვენი პროდუქტიულობა მაღალი იქნება. ცხოვრებისეულ პრინციპებს ხელს ნუ ახლებთ - არაფრის შეცვლა არ მოგიწევთ. ურანი, რომელიც 15 მაისს შესუსტდება, გაიძულებთ, ამ სამყაროს ნეგატიური ენერგეტიკა იგრძნოთ. გახდებით ნაკლებად გაღიზიანებული, გაგიჩნდებათ სამართლიანობის მოთხოვნა, მაგრამ მას ვერ - ყოველ შემთხვევაში, ჯერ - იპოვით.



ტყუპი


თქვენი პრიორიტეტული სურვილის ასრულება მაისში, მაგრამ 15 რიცხვამდე იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, შემდეგაც შეძლებთ, მაგრამ ურანი შესუსტდება, ეს კი თქვენს ფორტუნაზე აისახება. საქმე ისაა, რომ ამ პლანეტის შესუსტება თქვენი კომუნიკაციური უნარების შემცირებას გამოიწვევს. სამწუხაროდ, ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ მარტოს. ახალი ადამიანების გაცნობა გართულდება, რადგან თქვენში კარგად აღარ გამოჩნდება დადებითი მხარეები. თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ, ეს პერიოდი სათანადო შედეგებს არ მოიტანს.



კირჩხიბი


კირჩხიბებისთვის თვის დასაწყისი დაძაბულად ჩაივლის. თქვენი მფარველი ვენერა სუსტ პოზიციაშია. ამიტომ ეძებეთ საყრდენი ახლობლებში. სიყვარულთან დაკავშირებით ეს წარუმატებელი პერიოდია. შესაძლებელია სირთულეები ურთიერთობებში. ეს დაკავშირებული იქნება მთვარის არასტაბილურ პოზიციებთან. 15 მაისიდან თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაიზრდება თქვენი ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი. ასევე დააჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.



ლომი


ლომებს შემოქმედებით წამოწყებებში გაუმართლებთ. ეს ურანის ზემოქმედებით მოხდება - ის 15 მაისს შესუსტდება და ეს ლომების თვალსაწიერის გაფართოებას დაეხმარება. არ მოგერიდოთ, რომ დაიწყოთ ახალი საქმეები, ეძებოთ ახალი ჰობი. ამას დადებითი გამოძახილი ექნება სიყვარულის საქმეშიც. 19 მაისს ვენერა გაძლიერდება, ეს კი დიპლომატიურობას დაგაკარგვინებთ. გაუჭირდებათ ლომის ნიშნის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც დათმობის უნარი არა აქვთ. შეიძლება პრობლემები შეიქმნას თანხებთან დაკავშირებით. თვის ბოლოს ფული არც ისესხოთ და არც სესხად გასცეთ - ამას ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.


ქალწული


ქალწულის მთავარი ღირსებაა გონივრულობა. ისინი შეიძლება „აპილპილდნენ“, მაგრამ დასაშვების ზღვარს ძალზე იშვიათად გადადიან. ყველაფერი რომ თავის ადგილზე დარჩეს, მხოლოდ ერთ რამეს ნუ ჩაეჭიდებით. გახსოვდეთ, რომ ურანი უწინდებურად ვეღარ დაგიჭერთ მხარს. 15 მაისიდან მისი ძალა შესუსტდება, ამიტომ შემთხვევით უკვე ისე აღარ გაგიმართლებთ. შემთხვევითობები პოზიტიური ნაკლებად იქნება, ასე რომ, იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი თავისით ჩაივლის. მაისის შუა რიცხვებში ძლიერი მთვარე გამარჯვების შანსებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გაგიორმაგებთ. 15 მაისამდე ურანი თქვენთვის ჯერ კიდევ პოზიტიური იქნება.


სასწორი


სასწორისთვის ეს თვე ძალზე პოზიტიური იქნება, რადგან მზე სიმშვიდესა და ზომიერებას ინარჩუნებს იმისდა მიუხედავად, რომ ტყუპის ნიშანში გადადის. მთავარია, რომ ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადასვლით გაძლიერდება. ცხოვრება ბევრად სასიამოვნო იქნება, განსაკუთრებით ამურულ საქმეებში. მოგინდებათ მუშაობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მუსიკის მოსმენა, კინოს ნახვა... მოკლედ, ცხოვრებით ტკბობა. კვლავ გახდებით ის, ვინც ხართ, მაგრამ მანამდე შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფრთხილე. თვის პირველი ნახევარი რთული იქნება.



მორიელი


მორიელებს მეტად მოუწევთ წარსულის გახსენება და მომავალზე დაფიქრება. თქვენი შეცდომები მაისში უნდა გააანალიზოთ, სანამ ვარსკვლავები და პლანეტები ინტელექტუალურ აქტივობას უწყობენ ხელს. ურანის შესუსტება ნიშნავს, რომ რევოლუციური განწყობაც ოდნავ შესუსტდება. ამასთან ერთად გაქრება განცდები. გეწვევათ შთაგონება, შინაგანი ემოციური სისავსის შეგრძნება. ნუ შეცვლით ფასეულობათა სისტემას თვის პირველ ნახევარში და მისდიეთ უკვე შემუშავებულ გეგმას. და კიდევ ერთი - არ იეჭვიანოთ.



მშვილდოსანი


მშვილდოსნებს დადებით წყობაზე გადასვლისთვის ცოტა მეტი დრო სჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ ყველა ცვლილება ნეგატიურ კოსმოსურ ობიექტებს უკავშირდება. მთვარე სუსტი იქნება მაისის დასაწყისსა და ბოლოს, ამიტომ ეს თქვენთვის საოცრად პოზიტიური დღეები იქნება. 1-7 მაისსა და 19 მაისიდან თვის ბოლომდე მაქსიმალური ძალებით უნდა იმუშაოთ. შეძლებთ და გაძლიერდებით. კუროს ნიშანში შესუსტებული ურანი თვის მეორე ნახევარში უსიამოვნებების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. 15 მაისამდე კი ეცადეთ, რაც შეიძლება ფრთხილი და დაკვირვებული, დიპლომატიური იყოთ.



თხის რქა


თხის რქებისთვის ენერგეტიკული ვითარება სრულებით სტაბილური იქნება, მაგრამ ძლიერი მთვარის - 7-19 მაისის პერიოდში საკუთარი პრინციპების შეცვლა არ ეცადოთ. ფინანსური მდგომარეობა და წარმატება სასიყვარულო საქმეებში პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს თავდაჯერებულობაზე. ახლა არაფერია შეუძლებელი. იყავით ის, ვინც ხართ და ნუ შეეწინააღმდეგებით ძლიერი ურანის ნებას 15 მაისამდე. თვის მეორე ნახევარში ცხოვრება უფრო სასიამოვნო ელფერს შეიძენს.



მერწყული


მერწყულები მაისში თავიანთ სისუსტეს შეიცნობენ და ახლო გარემოცვის მხრიდან ბევრ ნეგატივს დაინახავენ. თვითონაც ნეგატიურად იქნებიან აწყობილი. თქვენი ნეგატივი შორიდანაც შესამჩნევი იქნება, რადგან მზე ჯერ კიდევ სტაბილურია, თან ის ამ მდგომარეობაში კიდევ ორი თვე იქნება. მეორე მხრივ, უფრო აქტიური გახდებით ვენერას ენერგეტიკის გაზრდის გამო. თვის ბოლოს, როდესაც ურანი უფრო სუსტი გახდება, თქვენი ცხოვრება პოზიტიურისკენ ძლიერად შეიცვლება. მისი ძალა გარშემო ყველაფერს უფრო სასიამოვნოს გახდის. ცხოვრება მეტად კაშკაშა და დამოუკიდებელი, არასტანდარტული გახდება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, წვრილმანებში გამოვლინდება.



თევზები


თევზები მაისში თავიანთ მომავალს შეიცნობენ. უფრო ზუსტად, შეიგრძნობენ გულითა და სულით. ამ თვეში გასაგები გახდება თქვენი განცდები, რომლებიც შეიძლება სხვების დასანახი გახდეს; ასევე ცნობილი გახდება კომპლექსები და შიშები რთულ სიტუაციებში. ეს ყველაფერი - მაისის მეორე ნახევარში; პირველ ნახევარში კი ურანი ჯერ კიდევ ზომიერად აქტიური იქნება, ამიტომ 15 მაისამდე სასურველია, შეინარჩუნოთ მუშაობის სურვილი. შემდეგ მეტად დაგჭირდებათ გარშემომყოფების დახმარება - თვის ბოლოს კოლექტიური შრომა წარმატების გარანტი იქნება. ასევე წაგადგებათ ვითარების გამოცვლა.





1
465
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
465
  
2018, 5 მაისი, 20:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1