სისხლის სამართალი კანიბალმა ჯერ მოკლა სექსმუშაკი,შემდეგ კი მისი ორგანოები საყინულეში შეინახა 2018, 4 მაისი, 12:08
63 წლის ალფრედ უ.-მ ვენიდან მოკლა სლოვაკი მეძავი, ხოლო მისი ორგანოები მაცივარში შეინახა, რომ შემდეგ შეეჭამა.
პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, როდესაც ადგილობრივმა მეთევზეებმა ავსტრია-უნგრეთის საზღვართან, ნოიზიდლის ტბაში ადამიანის ტორსი აღმოაჩინეს.მოგვიანებით პოლიციამ შეძლო გარდაცვლილის სხეულის სხვა ნაწილების პოვნაც, მათ შორის იყო თავიც. დაიწყო გამოძიება და დაადგინეს დამნაშავეც, ის აღმოჩნდა 63 წლის ალფრედ უ, რომლის მაცივრის საყინულეში ადამიანის ორგანოები აღმოაჩინეს, როგორც ბრალდებულმა აღიარა, სახლში სექს-მუშაკი გამოიძახა, მოკლა, აბაზანაში ხერხით და დანით დაანაწევრა, შიდა ორგანოები საყინულეში შეინახა, აპირებდა მოგვიანებით მის ჭამას, ხოლო ტანი ტბაში გადააგდო. აღსანიშნავია, რომ ალფრედი 32 წელის იჯდა ციხეში მამაკაცზე თავდასხმის და მისი შეყვარებულის გაუპატიურების გამო, სხვათა შორის მაშინაც ქალს ძუძუ მოაჭამა.
მამაკაცმა ისიც აღიარა, რომ ციხეში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს ვიდრე გარეთ თავისუფალი, როგორც თვითონ აღნიშნა, მეძავი იმიტომ მოკლა, რომ მისი საქციელი არ მოეწონა:
"ვთხოვე თბილად მომქცეოდა, ყოფილიყო ალერსიანი და ჩემთვის ეკოცნა, იმან უარი მითხრა, მკერდზე ხელი წავავლე, იმან კიდევ ყვირილი ატეხა, ვეღარ ავიტანე მისი ყვირილი და გავგუდე"
"არ ვარ ცუდი ადამიანი, უბრალოდ მინდოდა, რომ ქალებს ვყვარებოდი, მაგრამ ისინი ყოველთვის ცუდად მექცეოდნენ."
ამჟამად დამნაშავე ეიზენშტატის იზოლატორშია გამომწყვდეული. 104 5-ს მოსწონს
|