x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მე-13 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სია
მე-13 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სია


1201 - 1219 წწ. - ომი ანტიოქენეს მემკვიდრეობისთვის. ანტიოქიის მეფემ ბოჰემონდ მეოთხემ, თაძრელმა რაინდებმა, ალეპოს აიუბიდების ემირატმა, იერუსალიმის სამეფომ და რუმის სასულნთნომ დაამარცხეს რეიმონდ რუპენ ანტიოქიელი, კილიკიის სამეფო და ჰოსპიტალიერი რაინდები.


1202 - 1204 წწ. - მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ, ვენეციის რესპუბლკამ და მონფერატიმ დაამარცხეს ბიზანტიის იმპერია.


მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა



1202 - 1204 წწ. - ანგლო-ნორმანული ომი. საფრანგეთის სამეფომ, ბრიტანეთის საჰერცოგომ და ლუსინიანების სახლმა დაამარცხეს ინგლისის სამეფო.


1202 - 1214 წწ. - ანგლო-ფრანგული ომი. საფრანგეთის სამეფომ სძლია ინგლისს.


1203 - 1206 წწ. - ლუნის ომი. ჰოლანდიამ, ინგლისმა და ველფების სახლმა დაამარცხეს ლუნი, საფრანგეთი, სტაუფენი, ფლანდერსი, ლიმბურგი, ბრაბანტი, უტრეხტი და ლიგი.


1204 - 1261 წწ. - ბულგარულ-ლათინური ომები. ბულგარეთის იმპერიამ დაამარცხა ლათინთა იმპერია.


1206 - 1337 წწ. - მონღოლთა დიდი ლაშქრობები და დაპყრობები. მონღოლეთის იმპერიამ დაამარცხა დასავლეთ ქსია, ჯინის დინასტია, მანჯურია, დალის სამეფო, ხვარაზმის იმპერია, ყარა-ხითანის სახანო, სონგის დინასტია, კიევის რუსეთი, ვოლგის ბულგარეთი, ბიზანტიის იმპერია, პოლონეთის სამეფო, უნგრეთის სამეფო, ხორვატიის სამეფო, სერბეთის სამეფო, ბულგარეთის იმპერია, რუმის სასულთნო, ტრაპიზონის იმპერია, ჯვაროსანთა სახელმწიფოები, დაი ვიეტი, სუხოტაის სამეფო, მამლუქთა სასულთნო, აბასიდების სახალიფო, გორიეო, იაპონია, წარმართთა სამეფო, ჩამ პა და სინღასარი.


მონღოლთა დიდი ლაშქრობები


1209 - 1229 წწ. - ალბიგენსიანის ჯვაროსნული ლაშქრობა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ტულუზელები და არაგონის სამეფო.


1211 წ. - უელსური აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ლიველინ დიდი.


1213 - 1221 წწ. - მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა. აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა კონსტანტინეპოლის ლათინთა იმპერია, გვიპროსის სამეფო, რუმის სასულთნო, წმინდა რომის იმპერია, ავსტრიის დიდი საჰერცოგო, ტაძრელი რაინდები, ტევტონი რაინდები, ჰოსპიტალიერი რაინდები, უნგრეთის სამეფო, ჰოლანდიის საგრაფო, საფრანგეთის სამეფო და პაპალის სახელმწიფოები.


მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა


1214 წ. - ბოუვინის ბრძოლა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ველფები, ფლანდერები, ინგლისელები და ბოლონიელები.


1215 - 1217 წწ. - ბარონების პირველი ომი. ინგლისის სამეფომ დაამარცხა აჯანყებული ბარონები და საფრანგეთის სამეფო.


1216 - 1218 წწ. - მონღოლთა მიერ ყარა-ხითაის დაპყრობა.


1216 - 1222 წწ. - ომი შამპანიის მემკვიდრეობისთვის. შამპანიის საგრაფომ, საფრანგეთის სამეფომ, წმინდა რომის იმპერიამ, ბურგუნდიის საჰერცოგომ, ბარის საგრაფომ და პაპალის სახელმწიფოებმა დაამარცხეს ადგილობრივი ბარონების უმეტესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ შამპანიაში. გაერთიანებულნი ერარდ ბრიენას ქვეშ, რომელიც დაქორწინდა თეობალდ მეოთხის ბიძაშვილზე ფილიპაზე მემკვიდრეობისთვის, და ასევე დაამარცხა ლორეინის საჰერცოგო.


1228 - 1229 წწ. - მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ და ტევტონის რაინდებმა დაამარცხეს კვიპროსის სამეფო, იბელინის სახლი და აიუბიდების დინასტია.


1228 - 1243 წწ. - ლომბარდიის ომი. კვიპროსის სამეფომ, იერუსალიმის სამეფოს ანტი-იმპერიულად განწყობილმა ფრაქციამ, გენოას რესპუბლიკამ, პაპაკიმ და ტაძრელმა რაინდებმა დაამარცხეს წმინდა რომის იმპერია, პრო-იმპერიულად განწყობილი ფრაქცია იერუსალიმის სამეფოსი, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო, პიზას რესპუბლიკა, ჰოსპიტალიერი რაინდები და ტევტონი რაინდები.


1230 - 1233 წწ. - დერბახერ ფეოდა. ჰესეს ლანდრავიატმა დაამარცხა ნასაუს სახლი.


1235 - 1242 წწ. - ბოსნიური ჯვაროსნული ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა ბოსნიის ბანატი.


1239 - 1245 წწ. - ტელტოვის ომი.


1240 - 1242 წწ. - ლივონიური კამპანია რუსეთის წინააღმდეგ (ჩრდილოური ჯვაროსნული ომების ნაწილი). ნოვგოროდის რესპუბლიკამ და ვლადიმირ სუზდალმა დაამარცხა ლივონიური ორდენი.


1242 წ. - საინტონგის ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.


1242 - 1249 წწ. - პირველი პრუსიული აჯანყება.


1244 - 1254 წწ. - ომი ფლემიშის მემკვიდრეობისთვის.


1247 - 1264 წწ. - ომი თურინგიული მემკვიდრეობისთვის. სოფია თურინგიელმა დაამარცხა ჰენრი მესამე და მარგრეივ მეისენელი.


1248 - 1250 წწ. - გენუის მიერ როდოსის ოკუპაცია. ნიკეის იმპერიამ დაამარცხა გენოის რესპუბლიკა და აქეას სამთავრო.


1248 - 1254 წწ. - მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა. აიუბიდების დინასტიამ და ბაჰრისმა დაამარცხა საფრანგეთის სამეფო და ტაძრელი რაინდები.


მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა


1251 წ. - მწყემსების ჯვაროსნული ლაშქრობა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა გლეხების არმია.


1256 - 1258 წწ. - ომი ეუბეოტეს მემკვიდრეობისთვის. აქეას სათავადომ და გენოას რესპუბლიკამ დაამარცხა ვენეციის რესპუბლიკა, ათენის და თებეს მთავრობა, ნეგროპონტის ტრიარქები, სალონას მთავრობა და ბოდონიცას მარკიზატი.


1256 - 1270 წწ. - წმინდა საბასის ომი. ვენეციის რესპუბლიკამ, ჯაფას საგრაგომ და ტაძრელმა რაინდებმა დაამარცხეს გენოას რესპუბლიკა, ფილიპ მონფორტელი, ჯონ არსუფელი და ჰოსპიტალიერი რაინდები.


1257 - 1259 წწ. - არბანონის აჯანყება. ნიკეის იმპერიამ დაამარცხა არბანონის სამთავრო.


1260 - 1264 წწ. - ტოლუიდის სამოქალაქო ომი. ყუბილაი ხანმა დაამარცხა ალიქ ბიოკი.


1260 - 1274 წწ. - დიდი პრუსიული აჯანყება.


1260 - 1323 წწ. - მონღოლების ლაშქრობები ლევანტში. საქართველოს სამეფომ, ინგლისის სამეფომ, ტაძრელმა რაინდებმა, ილხანატმა, კილიკიის სომხურმა სამეფომ, ანტიოქიის სამთავრომ, ტრიპოლის საგრაფომ და მონღოლეთის იმპერიის ორქოს ურდომ (1259 - 1264) დაამარცხეს მამლუქთა სასულთნო, აიუბიდები, ოქროს ურდო (1264 წლის შემდეგ), აჯანყებული ყარამანიდები და აბასიდების ხალიფატი.


მონღოლი მეომრები


1262 წ. - ბერკე-ჰულაგუს ომი. ოქროს ურდომ დაამარცხა ილხანატი.


1262 - 1266 წწ. - შოტლანდიურ-ნორვეგიული ომი. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ნორვეგიის სამეფო.


1264 - 1267 წწ. - ბარონთა მეორე ომი. პრო-მონარქიულმა ზალებმა დაამარცხეს ანტი-მონარქიული ბარონები.


1266 წ. - ბენევენტოს ბრძოლა. გუელპებმა დაამარცხეს ღიბელინები.


1268 წ. - მაჩვას ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა სერბეთის სამეფო.


1268 - 1301 წწ. - კაიდუ-ყუბილაის ომი. ჩაღატაის ხანატმა და ოქროს ურდომ დაამარცხეს იუანის დინასტია და ილხანატი.


1270 წ. - მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა. ჰაფსიდებმა დაამარცხეს საფრანგეთის სამეფო.


1270 - 1273 წწ. - სამბიეოლხოს აჯანყება. გორიეომ და იუანის დინასტიამ დაამარცხეს სამბიეოლხოს არმია.


1271 - 1272 წწ. - მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა. ბაჰრისმა დაამაცხა ანჯოუ, კვიპროსის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ინგლისის სამეფო და ილხანატი.


1274 წ. - მონღოლთა ლაშქრობა იაპონიაში. იაპონიამ დაამარცხა მონღოლთა იმპერია.


მონღოლი მეომარი



1275 წ. - მანქსის აჯანყება. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა მანის სამეფო.


1276 - 1278 წწ. - 6000-მარკის ომი. დანიამ დაამარცხა შვედეთი.


1277 - 1280 წწ. - ივაილოს აჯანყება. ბულგარელმა მთავრებმა, ბიზანტიის იმპერიამ და ორქოს ურდომ დაამარცხა ივაილო ბულგარელის აჯანყებული გლეხების არმია.


1277 - 1283 წწ. - ედუარდ პირველის მიერ უელსის დაპყრობა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა უელსის სამთავრო.


1277 - 1288 წწ. - მონღოლთა პირველი ლაშქრობა ბირმაში. იუანის დინასტიამ დაამარცხა პაგანის სამეფო.


1282 - 1302 წწ. - სიცილიელი ვესპერების ომი. არაგონის სამეფომ და ტრინაკრიის სამეფომ დაამარცხა ნეაპოლის სამეფო, მაიორკას სამეფო და საფრანგეთის სამეფო.


1283 - 1289 წწ. - ომი ლიმბურგის მემკვიდრეობისთვის. ბრაბამტის საჰერცოგომ, ბერგის საგრაფომ, მარკის საგრაფომ, ლუნის საგრაფომ, იულიხის საგრაფომ, ტეკლენბურგის საგრაფომ და ვალდეკის საგრაფომ დაამარცხეს კოლონიის ელექტორატი, გილდერისის საგრაფო, ლუქსემბურგის საგრაფო, ლინიის საერისთავო და ნასაუს საგრაფო.


ომი ლიმბურგის მემკვიდრეობისთვის


1289 - 1296 წწ. - კანონგარეშეთა ომი. ნორვეგიამ და დანიელმა კანონგარეშეებმა დაამარცხეს დანია.


1294 წ. - რედ ფორდის ბრძოლა. მაკდუგალების კლანმა დაამარცხა კემპბელების კლანი.


1294 - 1303 წწ. - ანგლო-ფრანგული ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.


1295 - 1299 წწ. - კურზოლას ომი. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა გენოას რესპუბლიკა და ბიზანტიის იმპერია.


1296 - 1302 წწ. - ბიზანტიურ-ვენეციური ომი. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია.


1296 - 1328 წწ. - პირველი ომი შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.


1297 - 1305 წწ. - ფრანკო-ფლემიური ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფლანდერსის საგრაფო.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
231
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
231
  
2018, 5 მაისი, 20:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1