x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Miss Tiffany's Universe - სილამაზის კონკურსი ტაილანდში (+ვიდეო)

ტაილანდი – საოცარი და შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელი ქვეყანა არის, რომელიც სავსეა იდუმალებით და მოულოდნელობებით. ის ტურისტებისთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი ქვეყანაა, აზიის ქვეყნებს შორის: ბუნება, ისტორიული ძეგლები, კულტურა... ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად იზიდავთ ეკზოტურიზმის მოყვარულებს. ამ ქვეყნის განსაკუთრებულობა იმით არის გამოწვეული, რომ ის არასდროს, არავისი კოლონია არ ყოფილა, რაც მის სახელშიც არის ასახული: ტაილანდურიდან ქვეყნის სახელი – როგორც «თავისუფალი ადამიანის მიწა» ისე ითარგმნება. და, შეიძლება, სწორედ ამიტომ, ტაილანდელები სიცოცხლის მოყვარულები, ხალისიანები და მეგობრულები არიან. ტყუილად ხომ არ ეძახიან მას «ღიმილების ქვეყანას»? თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...


image

imageბანგკოკში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქების ქუჩებში უამრავი მაღალი, ლამაზ და კარგად ჩაცმული, მოდელის გარეგნობის, გოგონა დადის. მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი მათგანი, არ ყოფილა გოგონად დაბადებული…


image


ხუმრობა იქით იყოს და იდეალური გარეგნობის ტაილანდელი ქალების 80 %, ადრე მართლაც მამაკაცები იყვნენ. ტაილანდელი ქალები, ჩვეულებრივ, დაბლები არიან და განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩევიან.


imageimage


ქვეყანაში, უკვე იმდენი ტრანსსექსუალი არის, რომ 2004 წლიდან, ქ. პატაიაში, მათთვის, ყოველწლიურად სილამაზის კონკურსი - «მის ტიფანი» ტარდება. ბოლო წლებში, ამ კონკურსებში, 18-დან - 25 წლამდე ასაკის ასობით გოგონა მონაწილეობს.


imageimage


კონკურსი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში. მისი ტრანსლირება ტაილანდის ცენტრალური ტელევიზიით ხდება და მას მოსახლეობის, თითქმის მეოთხედი ადევნებს თვალს. კონკურსის მთავარი პრიზი, ავტომობილი და ფულადი ჯილდო, ტაილანდში საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით.



imageimage


კონკურსის მთავარი მიზანი — ქვეყანაში ტურისტების მიზიდვა და სექსუალური უმცირესობის უფლებებზე და თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება არის.


imageimage


თუ ჩვენთან ტრანსსექსუალიზმთან დაკავშირებული თემები, ყოველთვის ემოციური განხილვის საგანი ხდება, ტაილანდში სქესის შეცვლა, ჩვეულებრივი მოვლენად ითვლება. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანაში, მამაკაცებს, დასაქმების თვალსაზრისით, დიდი არჩევანი არა აქვთ. ჯარში წასვლა ან დილიდან საღამომდე ბრინჯის პლანტაციებზე მუშაობა, სადაც ხელფასი, ფაქტიურად მონურ შრომაში, თვეში მხოლოდ 10 000 ბატაი (დაახლოებით, 300 აშშ დოლარი) ყველას არ უნდა...


image


ამიტომ, მამაკაცს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება: მსოფლიოს პლასტიკური ქირურგიის დედაქალაქში, - ბანგკოკში ჩასვლა და საკმაოდ ძვირადღირებული, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება, რომლის შემდეგ, მისთვის დასაქმება უფრო მარტივი ხდება. მას შეუძლი ტურიზმის, გართობის, მოდის ან მომსახურების სფეროებში დასაქმდეს, სადაც ანაზღაურება 5-ჯერ ან 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე რიგითი ტაილანდელის საშუალო ხელფასი. და უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი, დიდ წარმატებას აღწევს კარიერაში.

imageimageმიმი (ფაჯარანატ ნობანტაო) ტაილანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი
imageimageimageმიმი - კაბარე-შოუს მოცეკვავე
imageimageკარნი - კაბარეს მოცეკვავე

image

0
123
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0