x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გარი მაკკინონი - ჰაკერი, რომელმაც ნასა უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის დამალვაში ამხილა
გარი მაკკინონი



2002 წელს ნასაში და პენტაგონში დიდი აურზაური ატყდა - შოტლანდიელმა ჰაკერმა გარი მაკკინონმა შეძლო და მათი საიდუმლო საიტები გატეხა. ამის შედეგად მან ხელთ იგდო ასობით საიდუმლო დოკუმენტი. ჰაკერს ხელთ ჩაუვარდა ერთ-ერთი საიდუმლო პროექტი, სადაც ეგრედ წოდებულ "მფრინავ თეფშებზე", ამოზე (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე), 400-მდე თვითმხილველის სხვადასხვა მონათხრობი ინახებოდა. ეს იყო ყველაზე სარწმუნო ქეისები და სწორედ ამიტომ იქნა გასაიდუმლოებული. თითოეული მონათხრობი ეკუთვნოდა ისეთ მაღალი თანამდებობის და პსუხისმგებლობის პირებს, როგორიცაა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის დისპეჩერი, ბირთვული იარაღის გაშვებაზე პასუხიმსგებელი რამდენიმე პირი და ა.შ.


ჰაკერმა შეძლო გადმოეწერა მასალები ფაილიდან სახელწოდებით "Nonterrestrial officers", რაც ითარგმნება როგორც "არამიწიერთა მსახურები". აქ ასევე ინახებოდა მასალები აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების იმ ოფიცრებზე, რომელთა შესახებ სხვა ინფორმაცია არცერთ სამხედრო თუ სამოქალაქო დოკუმენტში არ მოიპოვებოდა.


ყველაფერზე მეტად, ფინელი ჰაკერი ერთმა ფაქტმა გააოცა - ნასას და პენტაგონის საიდუმლო ფაილებში ინახებოდა ზემოთხსენებული ოფიცრების ერთი ხომალდიდან მეორე ხომალდზე ოფიციალურად გადაყვანის შესახებ, მაგრამ თავად ეს ხომალდები იმ ფაილებში მითითებული სახელებით უბრალოდ არც არსებობდა და არც ოდესმე უარსებია.



როგორც კი ეს საქმე გასკდა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ ოფიციალურად, კატეგორიულად მოითხოვა ბრიტანეთის სახელმწიფოსგან მაკკინონის გადაცემა ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსადგომად, სადაც მას სასამართლომ 70-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1133
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1133
  
2018, 6 მაისი, 15:30
მადლობა ;-)
2018, 3 მაისი, 21:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2