სხვა ყველაზე აუტანელი ხასიათის მქონე ზოდიაქოები, მათთან საერთო ენის პოვნა თითქმის შეუძლებელია 2018, 1 მაისი, 19:24 ადამიანებთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, რადგან არსებობს იმდენნაირი ხასიათი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე და ყველას გაგება შეუძლებელია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა რთული კი არა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის შეუძლებელია. მათი გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ყველაფერზე დაეთანხმები, თავს დაუქნევ და თავს ლიდერად აგრძნობინებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ყურადღებას ვერ დაიმსახურებთ. რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მათი რთული, შეიძლება ითქვას რომ აუტანელი ხასიათია. გაინტერესებთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადელი ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე რთული ხასიათით? იხილეთ ჩამონათვალი: 1. მორიელი - მორიელი ყველაზე აუტანელ ზოდიაქოდაა მიჩნეული, მისი გაგება რთული კი არა, არამედ შეუძლებელია. ადამიანები მასთან კონტაქტს ხშირად ერიდებიან, რადგან აშინებთ მუდმივი კონკურენცია და შეჯიბრის განცდა. შეიძლება ითქვას, რომ მორიელის დევიზია -იყოს ყველგან და ყველაფერში ლიდერი, ამისთვის იგი ყველაფერზეა წამსვლელი, იგი იმდენად უმოწყალოა, რომ არ მოერიდება არც ადამიანის დაჩაგვრას, არც შურისძიებას, არც გულისტკენას...აგრეთვე მათთან ურთიერთობას ერიდებიან ცინიკური დამოკიდებულების გამო, ცინიზმი ხომ ის აუტანელი თვისებაა, რომელსაც ყველა გაურბის. მორიელის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ლიდერის "ტახტს" უბრძოლველად დაუთმობთ. 14488 5-ს მოსწონს |
ვინც თუნდაც ინტერმედიაზე მიცნობს დამეთანხმება, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და არც პირველობისთვის ვისწრაფვი, ერთადერთი ადგილი, სადაც პროფესიული ამბიცია მაქვს ჩემი სამსახურია, სადაც გამოცდილი ოფიცრის სახელი მაქვს.
შურისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა ჩემგან თუ ჩემს ოჯახს ვინმე აუგად შეეხება ან ჯარისკაცს დამიჩაგრავს ან მის დაჩაგვრას შეეცდება.
მორიელი ვარ...