საზოგადოება ე.წ. "მე-12 ოთახი" ერთიანი მომსახურების ცენტრით ჩანაცვლდა 2018, 1 მაისი, 15:53 დღეს თბილისში ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო. ერთიანი მომსახურების ცენტრმა ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა და დღეიდან მოქალაქეებისთვის საჭირო ყველა საპოლიციო მომსახურების გაწევა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მოხდება." - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს შეეძლებათ ისეთი მომსახურებების მიღება, როგორებიცაა: . მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა; . ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება; . სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება. ჯამში 50-მდე სერვისი. ერთიანი მომსახურების ცენტრის მისამართია: ნოე რამიშვილის ქუჩა N38, ყოფილი კახეთის გზატკეცილი. 1039 შეფასება არ არის
|