საზოგადოება სად გეკრძალებათ მოწევა 1 მაისიდან? 2018, 27 თებერვალი, 12:06
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ", რომლის მიხედვითაც კონკრეტულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე აკრძალული იქნება მოწევა. კერძოდ, ეს ადგილებია:
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი ( გარდა ტაქსისა და კატერისა ) ;
- საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები;
- ბავშვთა გასართობი ცენტრები;
- ბიბლიოთეკები;
- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურები; ასევე, ნებისმიერი ადგილი, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიები;
- კაფე-ბარები და რესტორნები.
152 3-ს მოსწონს
|