სხვა რა დადებითი და უარყოფითი მხარეების აქვს ყავას? 2018, 1 მაისი, 9:46 ყავა თითქმის ყოველი ადამიანის ცხოვრების ნაწილია და ასე თუ ისე დღეში ერთ ფინჯანს მაინც მიირთმევენ ადამიანები. მოდით ვნახოთ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას. მეცნიერები თვლიან, რომ ყავას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. დეტალურად ამის შესახებ ჰარვარდის პროფესორი და ექიმი -”რობ ვან დამი” განგვიხილავს. 1. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა. (მართალია) ორსულობის დროს ყავის რეგულარულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა! კოფეინი ადვილად გადის პლაცენტაში, რაც ძალიან საზიანოა ნაყოფისთვის. ექიმები ორსულ ქალებს ურჩევენ, დღეში არა უმეტეს ერთი ფინჯანი ყავის მიღებას. 2. ყავამ შეიძლება ქოლესტერინის მომატება გამოიწვიოს. (მართალია) ყავა შეიცავს ნივთიერებას სახელად – კაფესტოლი, რომელიც ქოლესტერინის მატებაზეა პასუხისმგებელი. ექიმები გვირჩევენ მივიღოთ ხსნადი ყავა, რადგან იგი სხვა ყავებისგან განსხვავებით შეიცავს კაფესტოლის მცირე რაოდენობას. ქოლესტერინის მატებამ შეილება გამოიწვიოს გულის შეტევა. 3. ყავა გვეხმარება დეპრესიის დაძლევაში. (მართალია) კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის რეგულარული მიღება, ქალებში ამცირებს დეპრესიის რისკს. 4. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის გაზრდა. (მართალია) კოფეინი იწვევს წნევის მატებას. ამიტომ, ექიმები ურჩევენ მათ, ვისაც მაღალი წნევა აქვთ უკოფეინო ყავა მიირთვან. 5. ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიას. (მითია) ყავა თითქმის არ შეიცავს კალორიას. რა თქმა უნდა თქვენ თუ სვამთ ჩვეულებრივ შავ ყავას, ყველანაირი დანამატების გარეშე. 6. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი. (მითია) ხალხი, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, მნიშვნელოვნად მცირდება რისკი დიაბეტით დაავადებისა. 7. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება. (მითია) კვლევებმა აჩვენეს, რომ ყავა ხელს უშლის ნერვული უჯრედების სიკვდილს. ამიტომაც ამ ავადმყოფობით დაავადების რისკი საგრძნობლად მცირდება. 82 1-ს მოსწონს
|