სხვა სხვადასხვა დროს დაბადებული ტყუპები 2012, 29 ივნისი, 16:12 რუმინეთში მცხოვრები ტყუპი ძმები კალატინი და ვალენტინი, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სხვადასხვა დროს დაიბადნენ.როდესაც ბავშვების დედას მუცელი ასტკივდა და სამშობიაროში წაიყვანეს, ყველამ იცოდა რომ ტყუპები უნდა დაბადებულიყვნენ.მიყვანიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა კატალინი, მაგრამ არსად ჩანდა მეორე. ექიმების განცხადებით, ამგვარი შემთხვევა 50 ათასში ერთხელ ხდება.მეორე ტყუპისცალი, ვალენტინი, ორი თვის შემდეგ დაიბადა.ორივე მათგანი სრულიად ჯანმრთელია.რაც შეეხება დედას, მომხდარის დაჯერება დღემდე ვერ მოახერხა. ავსტრალიელი ნიკ ვუჯკიკი კიდურების გარეშე დაიბადა.მხოლოდ და მხოლოდ მარჯვენა ფეხი აქვს, მაგრამ ისიც მოკლე და სრულიად უმოქმედო.მიუხედავად კიდურების უქონლობისა, მან ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით დაიწყო.დადიოდა საბავშვო ბაღში, დაამთავრა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი.ნიკი თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთადაც ერთობა, აუზშიც ცურავს და გოლფსაც თამაშობს. გინესის რეკორდსმენობის სურვილით შეპყრობილმა 25 წლის ჩინელმა ლინ რონგმა ქორწილისთვის 1.4 მილი სიგრძის სადედოფლო კაბა შეუკვეთა.კაბის სატარებლად ქორწილში 200-ზე მეტი ადამიანი მოიწვიეს.კაბა მორთული იყო ცოცხალი წითელი ვარდებით.მცდელობის მიუხედავად, ლინ რონგი გინესის წიგნში ვერ მოხვდა 235 5-ს მოსწონს
|