x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დეტალები, რომლებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცები ქალში - გაითვალისწინეთ!
პოპულარული რწმენაა, რომ მამაკაცები წვრილმანებს არ აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ ზედაპირული საკითხებით შემოიფარგლებიან. თუმცა, ეს ასე არ არის. მამაკაცები ისეთ დეტალებს აქცევენ ყურადღებას, რომელზეც ქალი არც დაფიქრებულა.



image



სტატიაში სწორედ იმ დეტალებზე უნდა ვისაუბროთ, რომლებსაც აფასებენ მამაკაცები ქალში და ბუნებრივია, აქცევენ დიდ ყურადღებას და თუ ქალები ამას გაითვალისწინებთ, თქვენთვისვე იქნება სასარგებლო.



1. სახის გამომეტყველება.



image


ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ წაიკითხონ ემოციები - აბსოლუტური სიცრუეა, ევოლუციის პროცესისას, ინტუიცია ყველა ინდივიდს განუვითარდა, მართალია ინდივიდუალურად, თუმცა, ყველას. აქედან გამომდინარე, მამაკაცის ყურადღება ექცევა არა მხოლოდ აშკარა სიგნალებს, როგორიცაა ტირილი და სიცილი, არამედ სახის ყველა გამომეტყველებას.


მამაკაცს შეუძლია წაიკითხოს ქალის სახეზე, თუ რა სურს მას. ეს უსიტყვო ურთიერთობა აძლევს საშუალებას მამაკაცს, რომ გახდეს შეუცვლელი და სწორედ ის ერთადერთი.






2. ტანსაცმლის ფერი.


image


საიდუმლოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ ქალის ტანსაცმლის ფერი ახდენს ეფექტს, გამოხატავს ემოციებს, მოქმედებს ფსიქიკაზე, იწვევს მამაკაცში მისდამი სურვილს და ა.შ. ვიცით, რომ წითელი- ძალის, ენერგიის და ვნების სიმბოლოა; შავი- საიმედო, თავდაჯერებული და დახვეწილის; ვარდისფერი - სითბოს, ქალურობის და სინაზის.


აქედან გამომდინარე, ქალი განწყობის მიხედვით არჩევს კაბას საღამოსთვის და შეგნებულად თუ შეუგნებლად, აძლევს სიგნალს მამაკაცს.


გარდა ამისა, არსებობს ასევე ფერთა ტიპოლოგია, რომელიც პასუხობს პიროვნების ქცევებს. შესაბამისად, ხდება პიროვნების ადამიანობის და ბუნების შესახებ ზუსტი დასკვნების გაკეთება.






3. სიმღერა შხაპის ქვეშ.


image


შხაპის მიღება, ეს ის პროცესია, როდესაც მარტონი ვრჩებით საკუთარ თავთან. ამ დროს ვმშვიდდებით, სტრესის დონე ეცემა და ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს, რაც იწვევს სიამოვნების გრძნობას. ჩნდება სიმღერის სურვილი, განწყობიდან გამომიდინარე - თუ სევდიანია განწყობა, სევდიანი და წყნარი სიმღერის, ხოლო თუ მხიარული, ხმამაღალი და მხიარული სიმღერის.


ამიტომ, ქალის ქცევა საშხაპეში, გასცემს მის ემოციურ მდგომარეობას და პარტნიორი მამაკაცისთვის, ადვილი გამოსაცნობია ქალის ხანგრძლივი დროით შხაპის ქვეშ ყოფნა თუ სიმღერის ჟანრი და ტონალობა, მის როგორ მდგომარეობას მიუთითებს.






4. სასმლის არჩევანი.


image


ისევე როგორც ტანსაცმელი, შხაპის ქვეშ სიმღერა და "მიმიკები", სასმლის არჩევანიც მეტყველებს თქვენს პიროვნებაზე. თეთრ ღვინოს ძირითადად ზღვის პროდუქტებთან მიირთმევენ, ჯინს და ტონიკს- მეგობრებთან ერთად, წითელ ღვინოს -სტრესის დროს.






5. ტანსაცმლის ჩაცმა შთაბეჭდილების მოსახდენა.


image


დიახ, მამაკაცები ყურადღებას აქცევენ ქალის ტანსაცმელს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ არ აინტერესებთ ბრენდი, მოდურია და მაღალია თუ არა მათი ფასები, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს სექსუალური, სწორად შერჩეული სტილი სიტუაციისა და ადგილისათვის.


თუ პაემანზე ქალი ლამაზი ვარცხნილობით და კაბით მივიდა, მიუთითებს, რომ პარტნიორი ძალიან აინტერესებს. მაგრამ, თუ პაემანზე რესტორანში ყოველდღიური ჯინსით და სვიტერით მივიდა, ეს უკვე განგაშის სიგნალია და მას პარტნიორი არ აინტერესებს.


თუ ქალი, ლამაზ კაბაში გამოწყობილიც კი არ არის თავდაჯერებული და ნერვიულობა ეტყობა, მამაკაცზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. მაგრამ, თუ ლამაზად გამოწყობილია, თავდაჯერებული, იქცევა აუღელვებლად და თავისუფლად და არ ცდილობს არავისზე შთაბეჭდილების მოხდენას, ეს მამაკაცს უფრო აცდუნებს.






6. რამდენ ხორცს მიირთმევთ?


image


ხშირ შემთხვევაში, პარტნიორთან სადილის დროს, ან პაემანზე, ქალბატონები მსუბუქ სალათებს უკვეთავენ. აღიარებენ, რომ ასეთი ქცევით, ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ არ არინ ხარბები და ასევე ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ "მე ვარ ჯანმრთელი და ფორმაში".


თქვენ წარმოიდგინეთ, და მსგავსი შემთხვევა საპირისპიროდ მეტყველებს. ქალი, რომელიც საკუთარ სურვილებს ეწინააღმდეგება და უკვეთავს სალათას და არა სტეიკს ან იგივეს, რაც მისმა პარტნიორმა შეუკვეთა, მეტყველებს მის არასაიმედოობაზე. მაგრამ ქალი, რომელიც უკვეთავს იმას, რისი ჭამაც სურს, ან სტეიკს, როგორც მისი პარტნიორი, ეს მის თავდაჯერებულობას მიუთითებს და იმას, რომ მან იცის თავის ფასი და არის ადამიანი და არა კურდღელი.


რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ გადაჭარბებულად ქონიანი, მძიმე და ძვირიანი კერძის შეკვეთაც ვერ მოახდენს მამაკაცზე შთაბეჭდილებას, თუმცა სალათის ფურცელს და ბოსტნეულის სალათას, სჯობს, სტეიკი, თევზი ან ქათამი შეუკვეთოთ.






იხილეთ აგრეთვე:



8 რაღაც, რასაც მამაკაცი ქალს არასოდეს გაუმხელსimage





ქალის ქცევები, რომლებიც მამაკაცებს ძალიან იზიდავსimage





მატყუარა მამაკაცების 10 ძირითადი ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საწოლში ჩაგითრიონimage





ორივე სქესის საყურადღებოდ! როგორ ამოვიცნოთ ქალი და როგორ ვიბრწყინოთ მამაკაცის გვერდითimage





6 რამ, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ქალში მამაკაცებსimage





აქამდე შეუმჩნეველი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორისimage





სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის- 10 სახალისო ფაქტიimage





აი, რატომ არ ღირს "კაცად" დაბადებაimage




4
3405
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3405
  
2018, 13 აგვისტო, 19:33
მოდუნების დრო უკუვაგდე :) ხვალ კიდევ მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ :)
2018, 13 აგვისტო, 15:00
მეამეა ფორმაშია!
2018, 13 აგვისტო, 11:43
საინტერესოა და დამაფიქრებელი, მართლაც. :)
2018, 13 აგვისტო, 11:36
საინტერესო ჩვევებია, მე ჩემი ხედვა მაქვს ამ მხრივ მაკა, ქალს ფეხსაცმელზე და ფრჩხილებზე ვუყურებ-იქ იკითხება ქალი. :)
0 1 4