x
image
რუსო ჩარექიშვილი
ვინ იყო სოფოკლე და რით დაიმკვიდრა სახელი ათენში?
სოფოკლე ძვ.წ 497 წელს უნდა დაბადებულიყო, მის ბავშვიბასა და ყრმობას ბერძენ-სპარსელთა ომები ასაზრდოებდა. მან დრამატურგთა ცხოვრების ხანგრძლივი გზა განვლო და გარდაიცვალა ძვ.წ 406 წელს, 90 წლის ასაკში. image

სოფოკლე ყალიბდებოდა მაშინ, როდესაც საბერძნეთი სპარსეთზე გამარჯვების სიხარულს ჰქონდა მოცული. მისი ხანდაზმულობა დაემთხვა პელოპონესის ომს და ათენის დაქვეითებას. ძნელია ათენის ისეთი მოქალაქის მოძებნა, რომელსაც ასე უშუალოდ გადაეტანოს თავის თავზე საკუთარი პოლიტიკის კარგიც და ცუდიც .

სოფოკლემ შეძლებული მამის წყალობით შეძლო მიეღო ე.წ გიმნასტიკური წვრთნა, ეზიარა მუსიკის, ქორეოგრაფიის ხელოვნებას. ესქილეს ხელმძღვნელობით საკმაოდ ადრე დაიწყო დრამატურგობა და 28 წლის ასაკში პირვწლი გამარჯვებაც იზეიმა. იგი საზღვაო კავშირის ხაზინადარადაც კი აურჩევიათ.

სოფოკლე საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული რელიგიის სფეროსთანაც, მას გაღმერთებული გმირ-მკურნალის ჰალონის ქურუმობა ჰქონდა დაკისრებული. სიკვდილის შემდეგ იგი ამ პატივისათვის თავად იქცა ათენელთა სათაყვანებელ გმირად, ამგვარად სოფოკლემ მოიპოვა უკვდავება, როგორც უღირსეულესმა მოქალაქემ და დიდებულმა დრამატურგმა.image


როგორც ცნონილია მას 123-130 პიესა ჰქონდა დაწერილი, რომელთაგანაც 114-ის სახელი ცნობილია, ხოლო ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ შვიდმა ტრაგედიამ .

სოფოკლეს ათენში ღირსეულ კონკურენციას ვერავინ უწევდა, მას 20-ამდე გამარჯვება მოუპობებია, არასდროს მიუღია მესამე ადგილი.

მან შემოიყვანა მესამე მსახიობი, გაზარდა გუნდის რაოდენობა 15 კაცამდე, ასევე გარკვეული სიახლეები შეიტანა სცენოგრაფიაშიც, საგრძნობლად გაზარდა პროფესიონალი მსახიობის როლი და ალბათ პირველი დრამატურგი იყო, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარ დადგმებში მსახიობის როლის შესრულებაზე.

0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0