x
image
beko777
Mediator image
მანანა თოდაძის გრანდიოზული სოლო-კონცერტი
27 აპრილს, დიდ საკონცერტო დარბაზში, პოპულარული ანსამბლ „ივერიის“ ერთ-ერთი სოლისტის მანანა თოდაძის სოლო-კონცერტი გაიმართა, რომელზეც მომღერლის შემოქმედებიდან მხოლოდ ის, მცირე რეპერტუარი იყო წარმოდგენილი, რომელიც შეიძლებოდა 2 საათში ჩატეულიყო.

მანანა თოდაძის გვერდით სცენაზე მისი შვილი - ლეილა, „ივერიელები“ - თემურ წიკლაური და ნუგზარ კვაშალი, თემურ თათარაშვილი, პარიზიდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოსული, მანანა თოდაძის მეგობარი - ჯაბა ქარსელაძე და სხვანი იდგნენ, მათაც თავისმხრივ დუეტების გარდა საკუთარი სოლო-სიმღერებით მიულოცეს მომღერალს ეს დღე, - კონცერტს მუსიკლაურად ცოცხალი ბენდი აფორმებდა, მომღერლის ჩაცმულობაზე კი დიზაინერი ლაშა ჯოხაძე მუშაობდა.

სავსე დარბაზი, უამრავი ყვავილი, დაუღალავი აპლოდისმენტები, კარგი სიმღერა სცენიდან და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ლეგენდები უკვალოდ არ იკარგებიან.

გრანდიოზული კონცერტის შემდეგ დათო ოქიტაშვილმა, მომღერალს საკონცერტო დარბაზის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
40
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
40
  
ძალიან მიყვარს მანანა.... პირველი მომღერალი, რომლის კონცერტსაც ბავშვობაში, ცხოვრებაში პირველად დავესწარი
0 1 1