მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მტკიცებით დროის მანქანა არ არსებობს, მოდა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. დიახ, ის ბრუნავს და კვლავ და კვლავ ამკვიდრებს გასული ათწლეულების მოდურ ტენდენციებს და ტრენდებს.
90-იანები-ექსპერიმენტების და ამბოხის წლები იყო. ამ პერიოდიდან ბოლო დროს აქტიურად შემოვიდა ეს 12 ტრენდი და თანამედროვე ქალბატონებმაც კარგად მოირგეს ახლისა და ძველის შეხამება.
1.შლიაპები
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042815593079351.jpg)
90-იანებში შლიაპები თავისი დიდი ფარფლებით და მყვირალა ფერებით გამოირჩეოდა, პრაქტიკული დანიშნულებით თითქმის არ ხმარობდნენ. დღეს კი პირიქითაა. შლიაპას შეუძლია ყველაზე უბრალო ჩაცმულობასაც კი ეფექტური სახე მისცეს.
2.კაბები თეთრეულის სტილში
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042816033379351.jpg)
ამ კაბას როგორც ჩანს დროის ჩარჩოები არ აქვს. ლამაზმანები თითქოს აცხადებენ: “ მინდა თეთრეულით ვიარო!" ერთის მხრივ მყვირალა სექსუალურობა, მეორეს მხრივ კი -ელეგანტურობა.
3.ქვედაბოლო-ტრაპეცია
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042816060179351.jpg)
უნივერსალური ქვედაბოლო ყველა სეზონისა თუ ასაკისთვის. მთავარია, შესაფერისი ქსოვილი შეარჩიოთ.
4.ზურგჩანთა
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042816081779351.jpg)
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ზურგჩანთა პოპულარული იყო როგორც სკოლებში, ისე სტუდენტებში. დღეს ამ ელემენტს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ცხოვრების თანამედროვე რიტმი თავის პირობებს გვკარნახობს, სადაც პრაქტიკულობა პირველ ადგილზეა.
5. ჩანთა -ქამარი
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042816104179351.jpg)
ლამაზი კლატჩი ან ჩანთა კარგია, მაგრამ როცა ხელში გამუდმებით ჩანთა არ გიკავიათ-უკეთესია.ჩანთა-ქამრის პრაქტიკულობას არავინ უარყოფს, სხვადასხვა ფორმა და ფერი კი თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსს შეუხამოთ.
6. კეპები
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042817233379351.jpg)
90-იანების თაობის განუყრელი ატრიბუტი-კეპი იყო, თანაც-შებრუნებული. ეს ქუდი დღესაც აქტუალურია და მოდის მიმდევრები თამამად უხამებენ სხვადასხვა სტილის სამოსს.
7.ტყავის ქურთუკი
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042817473579351.jpg)
ნამდვილი როკერების განუყოფელი ატრიბუტი 90-იან წლებში. დღეს კი მათ თამამად ირჩევენ მოდის მიმდევარი მშვენიერი ქალბატონებიც.
8. მასიური ბოტასები
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042818155379351.jpg)
მასიური და უხეში ბოტასები ისევ მოდაშია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი საშუალებით ლამაზმანები სწორედ თავის ქალურობას უსვამენ ხაზს.
9.ვიწრო სათვალე
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042820113779351.jpg)
სამოსთან ერთად იცვლება სათვალის მოდაც. ამ სეზონზე ვიწრო სათვალეა მოდაში, რომელსაც 90-იან წლებში ხშირად ხმარობდნენ ცნობილი ფილლმების მთავარი გმირები. დღეს კი, ასეთი სათვალით გარეგნობას იდუმალ და ამოუცნობ იერს აძლევენ მოდის მიმდევრები.
10.გულსაბნევი
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042820124779351.jpg)
“რაც უფრო ბრჭყვიალა და დიდია-მით უკეთესი"-ასეთი იყო 90-იანების დევიზი. დღეს კი მთავარია მხატვრული ღირებულება. უპირატესობა ენიჭება ხელით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც გარკვეულ დატვირთვას ატარებენ.
11.ორნამენტებიანი და პრინტიანი სვიტერი
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042820152279351.jpg)
ღია ფერის, ოვერსაიზი და პრინტიანი სვიტერი, როგორც დამოუკიდებელი ქალის სამოსი, დღესაც მოდაშია და მიუხედავად თავისი უფორმობისა, სწორედ ქალურობას უსვამს ხაზს.
12.ბერეტი
![90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ
მოდაშია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042820174579351.jpg)
ეს თავსაბურავიც აქტუალურია. მოდის თამამი მიმდევრები კი ტყავის და კაშკაშა ფერების კომბინაციასაც არ ერიდებიან. საუკეთესო ვარიანტია, თუ გარეეგნობისთვის შარმის დამატება გსურთ.