სიახლეები უახლესი კვლევის თანახმად, ნიორს კიბოს განვითარების რისკის შემცირება შეუძლია 2018, 28 აპრილი, 12:50 ![]() თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ განსაზღვრეს მომზადების რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური. ნიორი მომზადების შემდეგ გოგირდოვანი ნარევების სხვადასხვა სახეობებს წარმოქმნის. მნიშვნელობა არ აქვს დაქუცმაცებულია, ალკოჰოლშია ადუღებული თუ მისგან ზეთია გამოწურული. მეცნიერების თანახმად, ამ გოგირდოვან შემადგენლობებს ისეთი “ აიროვანი სიგნალების მქონე მოლეკულებზე’’ შეუძლიათ გავლენის მოხდენა, როგორიცაა აზოტის ოქსიდი და წყალბადის სულფიდი, რომლებიც ადამიანის სხეულში ბუნებრივად წარმოიქმნებიან. მსგავსი მოლეკულების შეცვლილი დონეები შეიძლება აღმოჩენილ იქნას ადამინებში, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებიან. ვინაიდან მათ უჯრედების კომუნიკაციასა და სხეულში ბალანსის შენარჩუნებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. “ ეს მოლეკულები ველურ პირობებში ზრდად მცენარეებს ეკოლოგიურ უპირატესობას აძლევენ .’’ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი და ნოტინგემის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი პეტერ როსი . “ ისინი ბიოლოგიურად აქტიურები არიან ძუძუმწოვარი არსებების უჯრედებში და ქსოვილში, მაგრამ არ ვიცით როგორ ხდება მათი მეტაბოლიზმი ადამიანის ორგანიზმში’’ მაშინ, როცა ნივრის მომზადების ოპტიმალური ტექნიკა ისევ დებატების საკითხია, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომლებსაც ძლიერი აღმდგენი უნარები აქვთ. წყარო : Idependent 97 შეფასება არ არის
|