სხვა რას ნიშნავს ბიზანტინიზმი და რის საფუძველზე წარმოიშვა იგი? 2018, 27 აპრილი, 22:22 IV საუკუნიდან რომის აღმოსავლეთ ნაწილში თავს იჩენს ისეთი მოვლენები, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების ახალ მიმართულებას. VII საუკუნეში უკვე საკმაოდ გამოკვეთილია ბიზანტიაში ფეოდალურ-ქრისტიანული საზოგადოების სპეციფიკური ნიშნები, ამ ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორ ელემენტს:
1. აღმოსავლურობას
2.ქრისტიანობას ![]() ამ ორმა ელემენტმა ქვეყნის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა დანარჩენ ორ ელემენტთან ერთად . ეს ოთხი საწყისია: 1. ელინურობა 2. რომაულობა 3. აღმოსავლურობა 4. ქრისტიანობა ბიზანტია, როგორც ძველი საბერძნეთის წიაღიდან წარმოშობილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ელინიზმთან. ბიზანტიელებს არ გაუწყვეტიათ კავშირი ანტიკურობასთან, არც ენის, არც ლიტერატურის და არც პოლიტიკური კუთხით. უსაფუძვლო არ არის, რომ ბიზანტიის იმპერია ეწოდება აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომის იმპერიის გავლენა დიდი იყო ბიზანტიის სახელმწიფო ცხოვრებაში, კანონმდებლობაში...ეს გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ბიზანტიელები თავის თავს "რომაელებს" უწოდებდნენ და "ჰელენი" უკვე წარმართის მნიშვნელობით იხმარებოდა . ![]() 183 3-ს მოსწონს
|