დიეტოლოგია 7 დღიანი დიეტა, მუცლის და ბარძაყის არეებში სხეულის კორექციისთვის (რეცეპტი ძველი აღმოსავლეთიდან) 2018, 3 მაისი, 10:04 თუ გინდათ, რომ უნაკლო სხეული გქონდეთ, ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, სასმელებს უნდა მიაქციოთ! არის სამელი, რომელიც არა მარტო ჭარბ წონას იწვევს, არამედ, საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს შინაგან ორგანოებს. არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ა. შ. თუმცა, არის ისეთიც, საგემოვნო თვისებებით ცნობილ გამაგრილებელ, თუ ცხელ სასმელებს რომ არ ჩამოუვარდება და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. აქ სწორედ ასეთი სასმელის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, სხეულის ფორმებსაც უკეთებს კორექციას და ეს, სულ რაღაც, 7 დღეში ხდება. ამ რეცეპტით ქალბატონები, ჭარბ წონასთან ბრძოლის დროს, ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში სარგებლობდნენ. აქტიური კომპონენტები, რომლებიც ამ არომატულ კოქტეილში შედის, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის სტიმულირებას იწვევს, აჩქარებს სისხლის მი-მოქცევას, ზრდის ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ინგრედიენტები: ჯანჯაფილის ფესვი - 4–5 სმ. ცოცხალი პიტნა - 2–3 ღერი გრეიფუტი - 1 ცალი თაფლი - 1 ს. კ. წყალი - 500 მლ. დარიჩინი - 1 მწიკვი კარდამონი - 1 მწიკვი მომზადება და მიღების წესი:
კვირის მანძილზე, ყოველი სადილის და ვახშმის წინ, 20-30 წუთით ადრე, მიიღეთ 200 მლ. ნაყენი. თუ შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ, 7 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ამ ნაყენის ეფექტურობა, გახდომის მსურველი ბევრი ადამიანის მიერ არის შემოწმებული: ერთი კვირის შემდეგ, ცხიმის ფენის სისქე საგრძნობლად შემცირდება სხეულის პრობლემურ ადგილებში. მაგრამ, შეიძლება სრულად არ გაქრეს და ეს ნორმალური არის. არ შეიძლება სხეულის დიდი მასი, მოკლე დროში, ერთდროულად დაკარგვა! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: უარი თქვით მხოლოდ ერთ ნივთიერებაზე და ჭარბი წონა აღარ შეგაწუხებთ ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში
600 8-ს მოსწონს
|