არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ სალვადორ დალი იყო არამარტო გენიალური მხატვარი, არამედ ძალიან ცბიერიც.
ცნობილ მხატვარს ძალიან უყვარდა საკუთარი პიროვნების წარმოჩენა. თავის ნამუშევარს, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. მაგალითად, მას შეეძლო მყიდველი მოეტყუებინა, რომ საღებავების განზავებისას გამოიყენა ფუტკრის შხამი და ამიტომ, ღირს ნახატი 1, 000 000 $.
კიდევ უფრო ცბიერი იყო დალი რესტორნების მეპატრონეებთან. ის შეჰყრიდა მეგობრებსა და ნაცნობებს რესტორანში, მთელი საღამო მათ უმასპინძლდებოდა მენიუს საუკეთესო სასმელითა და კერძებით, საკუთარ ხარჯზე. ხოლო, როცა გადახდის დრო მოდიოდა, მხატვარი ხელს აწერდა ჩეკზე, შემდეგ მას გადმოაბრუნებდა და წერდა მეპატრონის მისამართით რამდენიმე თბილ სიტყვას.
მხატვარმა იცოდა, რომ მეპატრონე არაფრით არ გაანაღდებდა ჩეკს, სალვადორ დალის ორიგინალი ხელმოწერით. რეალურად, მართლაც ასე ხდებოდა. რესტორნის მეპატრონეებს ესმოდათ, რომ შეეძლოთ რაღაც დროის შემდეგ ამ ჩეკისგან უფრო მეტის მიღება, ვიდრე განაღდებით.
აი ასე, სალვადორ დალი აკეთებდა ფულის ეკონომიას . (ჭკვიანურია არა? და თანაც ყველაფერი კანონიერად :))