საზოგადოება ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს კოსმოსიდან 2018, 27 აპრილი, 13:45 ჩინური კოსმოსური სადგური "ტიანგოგ"-ი, რომელიც 2011 წელს გავიდა კოსმოსში, ავარიულ მდგომარეობაშია და მისი ჩამოვარდნა საფრთხეს უქმნის დედამიწელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები ავრცელებენ. ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა სულ სამი მისია შეასრულა კოსმოსში, 2016 წელს კი, კოსმოსური სააგენტოს კონტროლიდან გავიდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხომალდი ატმოსფეროში შემოსვლის მერე დაიწვება და მისი ნარჩენები ჩამოცვივდება დედამიწაზე, თუმცა შესაძლოა ფრაგმენტების დაცემაც მიწის ზედაპირზე. სახიფათო ზონად, სადაც შეიძლება მოხდეს ნარჩენების ჩამოცვენა, სახელდება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტერიტორია, ევროპის სამხრეთ ნაწილი, აფრიკის ტერიტორია და კავკასიის რეგიონი . საქართველოში რისკი ადგილად სახელდება სოჭის ტერიტორია 116 შეფასება არ არის
|