კულტურა ევროპის 10 უსაყვარლესი ადგილი, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს! 2018, 26 აპრილი, 14:16 ევროპა გამოირჩევა მდიდრული გეოგრაფიით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა. თუ არჩევანს ვერ აკეთებთ, მაშინ ჩვენი დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ ულამაზეს ადგილების არჩევაში, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს. 10. ჰალსტატი, ავსტრია ჰალსტატი არის სოფელი, რომელიც მდებარეობს ზალცკამერგუთთან ახლოს. ცნობილი მდინარე ჰასტატის საპატივსაცემოდ დაარქვეს სოფელს სახელი. მსოფლიო ისტორიის ყველაზე ძველ მარილის საბადოს მასპინძლობს, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და გამოირჩევა ძალიან ლამაზი სახლებით. 9. ფუცენი, გერმანია ფუცენი აშენდა მდინარე ლეხის სანაპიროზე, ალგოის რეგიონში. ეს ადგილი ცნობილია როგორც, გერმანიის რომანტიული გზის უკანასკნელი გაჩერება. ფუცენი ისტორია რომის იმპერიის დროიდან მოყოლებულია. ციხე-სიმაგრეებით და კოშკების სილამაზით ჯადოსნური სანახაობა გელოდებათ გერმნაიის ამ უსაყვარლეს ადგილას. 8. გლაზგო, გაერთიანებული სამეფო (შოტლანდიის დედაქალაქი) გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის და ბირმინგემის შემდეგ, ყველაზე ბევრი მოსახლე გლაზგოს ჰყავს. ქალაქი ამავდროულად შოტლანდიის დედაქალაქია. მდებარეობს მდინარე კლაიდის თავზე. ამმ ქალაქში წელიწადის ყოველ თვეზე წვიმს, გარდა ამისა თავბრუდამხვევი სიცხეც არ არის. საუკეთესო ვარიანტია ივლის-აგვისტოში მოგზაურობა. 7. ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო ქალაქი ოქსფორდი დიდი ბრიტანეთის სიამაყეა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტი ამ ქალაქში მდებარეობს. ოქსფორდის უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ირიცხება. ცნობილი Blackwells -ის სახელწოდების ბიბლიოთეკა ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ მოგწონს ვაჭრობა, მაშინ საუკეთესო ხელნაკეთი ნივთების შეძენა ოქსფორდის გალამაზებულ ჯიხურებში შეგიძლიათ. სამოგზაუროდ ხელსაყრელია წელიწადის ნებისმიერი დრო. 6. ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთი ჩესკი კრუმლოვი არის სოფელი, რომელიც დედაქალაქ პრაღადან 175 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჯადოსნური სილამაზის სოფელი, შუა საუკუნეების პერიოდის ცხოვრებასთან არის შედარებული. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 5. ჰაიდელბერგი, გერმანია ქალაქს ორად ყოფს მდინარე ნეკარი. ამ ულამაზეს ქალაქში მოგზაურობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოახერხოთ, ცნობილი ჰაიდელბერგის ციხე-სიმაგრე და ულამაზესად მორთული სახლების სახურავები ქალაქს უფრო მიმზიდველს ხდის. ამ ქალაქს, ასევე რომანტიულ ქალაქსაც უწოდებენ. მოსახლეობის უმეტესობა სტუდენტებისგან შედგება. 4. ზალცბურგი, ავსტრია ავსტრიის რიგით მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც მდებარეობს გერმანიის საზღვარზე, ალპების კალთებში. ყოველწლიურად მუსიკის მოყვარულები ზუსტად ამ ქალაქში იკრიბებიან ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალზე. ცნობილი კომპოზიტორი - მოცარტი ზალცბურგშია დაბადებული. 3. ავინიონი, საფრანგეთი Pont. St. Benezet -ის ხიდი და Notre Dame-des Doms -ის კათედრა ქალაქ ავინონში მდებარეობს. ეს ღირსშესანიშნაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქ ავინიონში 1947 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება ავინიონის ფესტივალი. 2. გრინდელვალდი, შვეიცარია ეს ბუნების ულამაზესი შედევრია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად ვიმოგზაურებდი შვეიცარიის ამ კურორტულ რეგიონში. ზამთრის სამოთხეს ტურისტები ყოველწლიურად სტუმრობენ, გრინდელვანდი სიტყვა-სიტყვით ყინულის სოფელს ნიშნავს. 1. ინტერლაკენი, შვეიცარია და აი მივედით პირველ ადგილამდე. სიმწვანის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილი და ევროპის კურორტული ცენტრი. ინტერლაკენი მდებარეობს ალპების კალტებში, ადგილი შვეიცარიის პატარა სამოთხეა, სადაც მდინარე პირდაპირ მოსახლეების ეზოში მიედინება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. გაზაფხულის ნუშის გული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2. "ადამიანები ხართ, მაგრამ ადამიანობა არ გაგაჩნიათ!" - პატარა პალესტინელის ემოციური გამოსვლა 3. ტესტი - აიმაღლეთ ინტელექტი (II ნაწილი) 4. განსაცვიფრებელი ფაქტების ტოპ 22 - იცით თუ არა რომ... (III ნაწილი) 5. ქვეყანა, რომელიც ამ იდეოლოგიით მუდამ იარსებებს! 398 3-ს მოსწონს
|