კონფლიქტები "ადამიანები ხართ, მაგრამ ადამიანობა არ გაგაჩნიათ!" - პატარა პალესტინელის ემოციური გამოსვლა - 2018, 25 აპრილი, 16:42 იანა ელ ტამიმი პალესტინის ქალაქ რამალაში ცხოვრობს, იგი ქვეყნის ყველაზე პატარა ჟურნალისტია. მან საკუთარ სოციალურ ქსელსა და მედიაგამოცემაში კვლავ ემოციური გამოსვლით მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. მან ამჯერად ისრაელის სამხედრო არმიას ემოციურად უპასუხა - "შეიძლება თქვენზე ითქვას, რომ ადამიანები ხართ, თუმცა სამწუხაროდ ადამიანობის არაფერი გეტყობათ. არამხოლოდ თქვენ, არამედ მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს, რა დავაშავეთ ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა, თქვენი პოლიტიკური პრინციპის მსხვერპლი ყოველთვის ჩვენ რატომ უნდა გავხდეთ? შესაძლოა ჯერ პატარა ვარ და არავინ მომისმენს, მაგრამ იცოდეთ, თუ ერთად არ ვიდექით ადამიანებო, ეს სისხლისმწოველი დიქტატორები აუცილებლად წამოიწყებენ მესამე მსოფლიო ომს და გაგვანადგურებენ" იანა ყველაზე მეტად გაბრაზებულია ისრაელის სამხედრო არმიაზე, რომელიც უკვე წლებია პალესტინის ოკუპაციას განაგრძობს. " იცინეთ, იცინეთ! დღეს იცინეთ, მაგრამ ხვალ თუ პალესტინა გათავისუფლდება ვნახოთ როგორი რეაქცია გექნებათ?!" მოგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი უკვე წლებია მიმდინარეობს და ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა. კონფლიქტს, რომლის მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1897 წელს, სიონიზმის, როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობის დაფუძნება მოხდა ქალაქ ბაზელში ჩატარებულ პირველ სიონისტურ კონგრესზე, რომლის მოწვევის ინიციატორი იყო თეოდორ ჰერცლი. ებრაელთა ეროვნული მოძრაობის დაფუძნებას, პალესტინაში ებრაელთა მასობრივი იმიგრაცია მოჰყვა, რასაც ესაჭიროებოდა ეკონომიკური და იურიდიული ბაზა, რომელიც მალევე შეიქმნა. ბევრი მდიდარი ებრაელი დათანხმდა გაეღო თანხა. 1901 წელს შექმნილმა მიწის ფონდმა პალესტინაში 96 000 ჰექტარი მიწა შეიძინა, რაც ებრაელი ხალხის განუყოფელ ქონებად ითვლება. აღმოსავლეთის კონფლიქტის სათავედ შეიძლება 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა ჩაითვალოს. ეს გადაწყვეტილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. თავიდან, სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება იყო. ერთი მხარე ფიქრობდა, რომ ჩამოეყალიბებინათ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მეორე ფიქრობდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ ცალკ–ცალკე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი დღემდე შეუჩერებლივ მიმდინარეობს და ეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოუგვარებელ პრობლემად ითვლება, რაზეც უახლოეს მომავალში ზომების მიღება იგეგმება.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. თანამედროვე ხელოვნების 25 გრანდიოზული შედევრი 2. რა სახის არსებები ცხოვრობენ საიდუმლოებებით მოცულ მარიანას ღრმულში? 3. ტესტი - აიმაღლეთ ინტელექტი (II ნაწილი) 4. ავტომოყვარულებო ყურადღებით - წარმოგიდგენთ 2018 წლის უახლეს, საუკეთესო მოდელებს 5. რატომ უნდა გავატაროთ ზაფხულის "შვებულება" კვიპროსში? - 7 დამადასტურებელი მიზეზი 6. პირველად! კადრები Atyrau UG-157/11(ყაზახეთი)- ის ქალთა კოლონიიდან 7. ამაზონები - ყველაფერი რაც კი დღემდე არ იცოდით! 8. ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა 9. 18 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ! 10. იაპონელი მეცნიერების აზრით, მომავლის რობოტები ამ პროფესიებს წაგვართმევენ... 293 6-ს მოსწონს
|