კონფლიქტები "დღეში 3-4 კაცს კლავენ" - სირიის ქალი სამხედროები! 2016, 10 თებერვალი, 17:11 სირიის რეჟიმის არმია ყველაზე სახიფათო ფრონტზე ბრძოლობს. ფრანგულმა
საინფორმაციო სააგენტომ -(AFP), სირიის რესპუბლიკის გვარდიის
ქალ სამხედროებს ინტერვიუ ჩამოართვა. სამხედროების ინტერვიუ
შოკისმომგვრელი და დაუჯერებელია...
800 ქალისგან შემდგარი კომანდოს ჯარი იბრძვის სამხრეთ და აღმოსავლეთ დამასკოში, ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ქალი სამხედროების ოფიცერი 20 წლის რიმია. ქალთა კომანდოს ოფიცერი რიმი: " ძალიან დიდი მოთმინების უნარი გვაქვს, ზუსტად ეს შეჰფერის ნამდვილ მებრძოლსაც, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება..." ქალ მებრძოლებს რუსული იარაღები აქვთ, ისინი თვლიან, რომ მამაკაცს და ქალ სამხედროს შორის განსხვავება არ უნდა იყოს. ორივე სქესი მხოლოდ ერთი მიზნისთვის, სამშობლოს დაცვისთვის იბრძვის. ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ს ცნობით, ერთ-ერთ სირიელ ქალ მებრძოლს რეკორდი აქვს მოხსნილი მებრძოლთა შორის. 19 წლის ლარა დღეში 11 ოპოზიციონერს კლავს. ემინა - სირიის ქალთა კომანდოს მებრძოლი: " საშუალოდ ყოველდღიურად 3-4 კაცს ვკლავთ, რათქმაუნდა ოპოზიციონერებს, თუ რომელიმეს ავაცელ მეტირება, ჩემი მაქსიმალური მაჩვენებელი და რეკორდი ჯერ-ჯერობით დღეში 7 კაცია." 21 წლის ზეინეფი - სირიის ქალთა კომანდოს მებრძოლი: "ყველას მსუბუქი იარაღები დაურიგეს, მე ავირჩიე B-10. გაინტერესებთ, თუ რატომ ავირჩიე? იმიტომ რომ, მსროლელები ერთი გასროლით კაცს კლავენ, მაგრამ მე ერთი გასროლით მთლიან შენობას ვანადგურებ.... იცინის..." სირიის ქალთა კომანდოები, უკვე თვეებია რაც დამასკოს აღმოსავლეთით და სამხრეთით ბრძოლობენ, მათი მიზანია ოპოზიციონერების განადგურება, კომანდო შედგება 800 ქალისგან, დანაკარგი დღემდე არ აქვთ, რამოდენიმე დაჭრილი ჰყავდათ, მაგრამ დღეს სულ ყველა საბრძოლო ფორმაშია. ქალთა კომანდოს ასევე რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ს სამხედრო არმიებიც იცავენ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 775 13-ს მოსწონს
|