სხვა აღმოჩენილია უცნაური ქვა, რომელიც ლითონის ლურსმნებს ადნობს 2018, 25 აპრილი, 0:02
ქვას „ჯადოსნურს“ უწოდებენ - სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო ამ უცნაური ქვის შესახებ.
( ეს ვიდეო იხილეთ აქ)
ის გადაღებულია მიანმირში ( სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). როგორც ამბობენ, ქვა ადგილობრივმა ჯარისკაცმა იპოვა, რომელმაც შემთხვევით დადო მასზე თავისი იარაღი და მალევე დაინახა, რომ ის მთლიანად დადნა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვა ჩეულებრივ ტემპერატურას ფლობს. ადამიანებს, რომლებიც მას ეხებიან, არაფერი მოსვლიათ. უცნაური ქვა არ რეაგირებს ხეზე, მინაზე, პლასტმასზე ან წყალზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლითონთან შეხებისას სწრაფად ადნობს მას. ვიდეოში შეგიძლიათ დაინახოთ ხის დაფაზე მოთავსებულ ქვაზე თუ როგორ დებენ დიდ და აშკარად ლითონის ლურსმანს. ლურსმანი პრაქტიკულად მყისიერად იწყებს „ლღობას“ და რამდენიმე წამში მხოლოდ ნათელი კვალიღა რჩება მისგან.
ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული და კომენტარებში ძალიან განსხვავებული აზრი დაიწერა. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს უბრალო სიყალბეა, ლურსმანი კი დამზადებულია ან შაქრისგან, ან შოკოლადიგან, ქვა კი გაცხელებულია და იოლად ალღობს მას.
სხვებს კი სჯერათ ნანახის და მიაჩნიათ, რომ ქვა უჩვეულო შენადნობია (მეტეორიტიც კი). ჯერჯერობით ვიდეო შემოწმებული არ არის და თვითონ „ჯადოსნური“ ქვაც არავის გამოუკვლევია.
იხილეთ ასევე:1. კოსმოსში „დავიწყებული“ რუსი კოსმონავტი.( მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, იური გაგარინის შემდეგ)
2. დრო არ არსებობს - ამტკიცებენ ფიზიკოსები
****** 360 9-ს მოსწონს |
აჭარლები მეწყერში მოყოლილ ხეს მდინარეში აგდებენ და აბამენ, ასე აჩერებენ ლამის თვეზე ოდნავ ნაკლებ, მერე სპეციალური კბილანებიანი "ბალგარკით" ჭრიან ტოტს და ცელის სალესს ამზადებენ, მეც მაჩუქეს და როცა სოფელში ავალ გადავუღებ სურათს და დავდებ.