სხვა სად და როდის გაყვეს დრო "ჩვ.წ. აღ."-მდე და "ჩვ. წ.აღ" ( ჩვენს ერამდე და ჩვენს ერაში)– ევროპაში VIII საუკუნეში! 2016, 21 ივლისი, 15:22 ქრისტესშობიდან წელთაღრიცხვა და მასთან ერთად ცნება - „ ჩვენი ერა“ გაჩნდა დაახლოებით ათას ხუთასი წლის წინ მაშინ, როდესაც რომის პაპმა იოანე პირველმა სკიფური წარმოშობის სწავლულ ბერს დიონისე მცირეს დაავალა შეედგინა ცხრილი აღდგომის დღეების გამოთვლისთვის. ადრეულ შუასაუკუნეებში ევროპაში წლებს ითვლიდნენ რომის იმპერატორის დიოკლეტიანის ( 284 წელი ) მმართველობის დაწყებიდან. ქრისტიანთა მდევნელის და წარმართის გამეფების თარიღის ნაცვლად დიონისე მცირემ ათვლის წერტილად აიღო იესო ქრისტეს დაბადების წელი. ის მან გამოთვალა ახალი აღთქმის ტექსტის ხელმძღვანელობით. ( დღეს ითვლება, რომ ბერი შეცდა 4 წელში, და ახლა უნდა იყოს 2016 წლის ნაცვლად 2012 წელი. ) დიონისემ სამუშაო შეასრულა ახლა როგორც ვიტყოდით, 525 წელს. VIII საუკუნეში ახალმა დათარიღებამ გავრცელება ჰპოვა ანგლოსაქსონური მემატიანის ღრმადპატივცემული ბედეს წყალობით, რომელიც თავის ნაშრომში „მსოფლიოს ექვსი ასაკის“ შესახებ ეყრდნობოდა დიონისეს სისტემას. ამავე ბედესგან წამოვიდა ჩვევა ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დათარიღებისა, უკუ მიმართულებით ( „ ჩვ. წ. აღ.-მდე.“) თანდათან მთელმა ევროპამ დაიწყო დროის ათვლა ქრისტეს შობიდან. რუსეთი ახალ აღრიცხვაზე გადავიდა 1699 წელს პეტრე პირველის ბრძანებით. («лучшего ради согласия с народами европейскими в контрактах и трактатах») 623 15-ს მოსწონს
|