x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
როგორ უყვართ მამაკაცებს-ლეგენდა ულამაზეს გოგონაზე, რომელიც დაგაფიქრებთ
"ამბავი ლამაზმანზე"image


გზაზე ულამაზესი გოგონა მიდიოდა. ისეთი, მშვენიერი როგორც ფერია. უცებ მან შენიშნა, რომ ვიღაც მოყვებოდა. ქალი მოტრიალდა და დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი. შეეკითხა:

–მითხარი, რატომ მომყვები?
ბიჭმა უპასუხა:

–ოჰ, ჩემი გულის მბრძანებელო, შენმა მომხიბვლელობამ მაიძულა, რომ გამოგყვე ყველგან. მინდა სიყვარულში გამოგიტყდე, რადგან შენ დაატყვევე ჩემი გული.

გოგონამ მდუმარედ უყურა ბიჭს რამოდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ უპასუხა:


–შენ, როგორ უნდა შეგყვარებოდი მე? ჩემი უმცროსი და ჩემზე გაცილებით ლამაზი და მომხიბვლელია. ის ეხლა ჩემს უკან მოდის, დაელოდე. ის, მალე მოვა აქ და თავად დარწმუნდები.

ბიჭი მოტრიალდა და უკან მიიხედა. მართლაც მოდიოდა ვიღაც შორიდან. მან მოინდომა სრაფად ენახა უფრო ლამაზი გოგონა და გაიქცა მასთან შესახვედრად.
მაგრამ.... შენიშნა, რომ ის არ იყო გოგონა, ის მოხუცი იყო. სხვა, არავინ იყო ახლოს.

მაშინ, ახალგაზრდა კვლავ გაეკიდა ლამაზმანს, დაეწია განრისხებულმა და უთხრა:
–მითხარი, როგორ შეიძლება ლამაზი ქალი, ასეთი მატყუარა იყოს?

გოგონას ჩაეღიმა და უპასუხა:

–დიახ, მე შენ მოგატყუე. მაგრამ, შენ უფრო დიდი მატყუარა ხარ, ვიდრე მე. შენ მითხარი, რომ ჩემზე ხარ შეყვარებული, ეს ხომ სიმართლე არაა? სხვაგვარად, შენ არ დაელოდებოდი სხვას, რომელიც უფრო ლამაზი იქნებოდა ჩემზე.









0
176
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0