x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ფსიქოლოგია და ტანსაცმლის ფერები

ჩვენს ტანსაცმელში ყოველ შტრიხს, ფერსაც კი დიდი ყურადღება ეთმობა ფსიქოლოგიაში . თუ ვინმემ იცის ტანსაცმლის ფერისა და ფსიქოლოგიიის კავშირის შესახებ, შეიძლება გაიგოს ადამიანზე, მის განწყობაზე და ხასიათზეც კი ბევრი რამ.
image

მაინც რას გვეუბნება ტანსაცმლის ფერი პიროვნების შესახებ?
დავიწყოთ ყველაზე გამორჩეული ფერებით "შავით და "თეთრით". თეთრი ფერი ფსიქოლოგის მიხედვით "სუფთა აზრების" და სიწმინდის შემცველია. ის ვინც იცვამს თეთრ ფერს ითვლება შემოქმედ პიროვნებად, რომლებსაც აკლიათ მიზანდასახულობა.
ფსიქოლოგიაში შავი ფერი თეთრის საწინააღმდეგოა, გარდა იმისა, რომ ისინი შემოქმედი პიროვნებების საყვარელი ფერია . მიუთითებს მშვიდი სულის შესახებ. ადამიანები შავებში ძირითადად ნეგატიურები არიან, ყველაფერს უყურებს უნდობლურად და მარტივად.ხშირად იპყრობს ეჭვები მათ.
შემდეგ მოდის გარდამავალი ფერი ნაცრისფერი. ადამიანები, ნაცრისფერი ჩაცმულობით ამცირებენ საკუთარ თვითშეფასებას, ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ იმუშავონ საკუთარ თავზე.
ფსიქოლოგების თვალსაზრისით ყველაზე საიმედო ფერი ყავისფერია. ეს არის თვითდაჯერებული, საიმედო, მოწესრიგებული, წარმატებული პიროვნების მახასიათებელი.
წითელი ტანსაცმლის მეპატრონე არის პიროვნება, რომელიც ადვილად უმკლავდება სირთულეებს, არიან ოპტიმისტები და თავგადასავლების მოყვარულები.
იისფერის მოყვარულები არიან შემოქმედებით საწყისის მქონე პიროვნებები, რომლებიც ფსიქოლოგების თვალსაზრისით მტკივნეულად განიცდიან საკუთარ თავმოყვარეობას და არიან ცრუმორწმუნეები საკუთარ თავთან მიმართებაში.
ლურჯი ტანსაცმელი გამოხატავს თავდადებას და კონსერვატიზმს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი არიან კარგი მეგობრები და არ არიან მომაბეზრებელნი.
მწვანე ფერი სამოსში ნიშნავს, რომ ადამიანი მიმდობია და გახსნილია ურთიერთობებში.ფსიქოლოგების აზრით მათ აქვთ კარგი ადაპტირების უნარი და დარწმუნებულები არიან საკუთარ ქმედებებში.არიან ოპტიმისტები და იოლი დამოკიდებულება ყველაფერთან.
სტაფილოსფერის მოყვარულებს ფსიქოლოგები ახასიათებენ, როგორც მიზანდასახულ და გავლენიან პიროვნებებს.
ყვითელის მოყვარულები არიან ძირითადად მსახიობები, გამოხატული ქცევებით. ფსიქოლოგები მათ ყოფს ორ ნაწილად "ღია ფერის ყვითელი"-ეს ნიშნავს საკუთარ თავში დაურწმუნებელს და ნათელი ყვითელი- პირიქით საკუთარ თავში დარწმუნებული.
ბოლოს ვარდისფერის მოყვარულები არიან პოზიტიური ადამიანები, გამოხატავენ ღიად სიყვარულსა და სიხარულს. ადვილად წყინთ და მალევე ივიწყებენ.
არსებობს ფერის სხვადასხვა ტონალობები, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციას გადმოგვცემს.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0